საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

თუთუნის ტრადიცია

აირჩიე შენი მოსავალი თუთუნი 2.jpg

მაღალმთიანი აჭარა ცნობილია მისი თუთუნის ტრადიციით. მაღალხარისხოვანი თამბაქოს გავრცელებას კლიმატურ-ნიადაგური პირობები უწყობს ხელს. შიდამთიან აჭარაში, შავი ზღვის ზოლში, ზომიერი კონტინენტური ჰავაა, ხოლო ნიადაგი - ზომიერად ტენიანი, ამიტომაც აქ საუკეთესო ხარისხის თამბაქო მოდის. თამბაქო აქ 900 მ სიმაღლემდე გვხვდება. მისი ძირითადი მწარმოებლები ქედის, ხულოს და შუახევის რაიონები არიან. 

შუახევის სოფელი ნენია გამორჩეულია თამბაქოს წარმოებაში. სოფელში სულ 220 ოჯახი ცხოვრობს და მათი საქმიანობის უმეტესი ნაწილი ეხება თამბაქოს მოყვანასა და გაყიდვას. მათ აქვთ საკუთარი ტრადიციული მეთოდი დარგვის, მოყვანის, დაკრეფისა და გაშრობის. მართალია სოფელი მცირემიწიანია მაგრამ 50-100 კილო თამბაქო აქ ყველა ოჯახს მოჰყავს. 

სოფელი შუახევის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. მათ შესაძლებლობა აქვთ შეისყიდონ თამბაქო და  მიიღონ მონაწილეობა მის მოყვანაში.

 

 

გაზიარება