საქმიანი ტურიზმი

ლაშქრობა

აჭარაში ლაშქრობისას თავისუფლების უძლიერესი განცდა იღვიძებს. თვალწინ, ხელუხლებელი, უძველესი დროიდან შემონახული, თვალწარმტაცი ბუნება და ანტიკური ხანის ნანგრევები გეშლება. საფეხმავლო ბილიკებით მოგზაურობისას, გარშემორტყმული ხარ გასაოცარი ჩანჩქერებით, მთებით, ტბებით, იშვიათი სახეობის ხეებითა და ისტორიული ხიდებით. 

ლაშქრობის მარშრუტების მოწყობა შესაძლებელია აჭარას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. გთავაზობთ ერთ-ერთ გამორჩეულ მარშრუტებს: თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი, ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი, ხულო-სხალთა-ხიხანი, გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმი, მაჭახელას თოფის გზა, მერისის ხეობა და სხვა.

image