საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი

11. კრატერი.jpg

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი მდებარეობს ბათუმში, იგი დაარსდა 1908 წელს მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით. ნიკოლოზ გამონის შემდეგ ხარიტონ ახვლედიანი გახდა მუზეუმის დირექტორი, სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის განვითარება და განმტკიცება, რის გამოც მუზეუმს მიანიჭეს მისი სახელობა.

მუზეუმში დაცულია 180 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპონატი, მის ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი, რომლებიც შესრულებულია ქართულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა მრავალ ენაზე.

ხარიტონ ახვლედიანის სახელთან დაკვაშირებულია ასევე სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 1937 წელს დაარსდა. მასში ინახება 63 000 ბეჭდური წიგნი და ჟურნალი სხვადასხვა ენებზე, მათ შორის არის ასევე ბევრი ბიბლიოგრაფიული ისტორიაც.

მუზეუმში შესაძლებლობა გექნება ისარგებლო გიდის მომსახურეობით და ასევე აუდიო გიდებით, რომლებიც ჩაწერილია სხვადასხვა ენაზე.

გალერია

20. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი.jpg11. კრატერი.jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (19).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (17).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (16).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (15).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (13).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (10).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (7).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (6).jpgხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (2).JPG

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება