აჭარის ხელოვნების მუზეუმი
ბათუმში მდებარეობს ხელოვნების მუზეუმი, იგი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის კახა ჯავახიშვილის მიერ 1949 წელს. ნაგებობა გამოირჩევა მისი ფუნქციონალური სტრუქტურით და ესთეტიკური გამომსახველობით. მის ფასადზე გამოსახულია გამოჩენილი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერ შექმნილი რელიეფური ფრიზი.
მუზეუმში წარმოდგენილია XX საუკუნეში მოხვაწე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ისინი გადმოცემენ და ინახავენ ამ პერიოდისათვის სახასიათო თემატიკებს, ხატვის სტილს და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. მუზეუმში გაერთიანებულია ყველასათვის ცნობილი ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები, როგორებიც არიან ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, მერაბ ბერძენიშვილი, ედმუნდ კალანდაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვა მრავალი მხატვარი, რომლებმაც ქართული ხელოვნება დახვეწეს და სახელი გაუთქვეს მის ფარგლებს გარეთ.