ილია ჭავჭავაძის მუზეუმი
ყველასათვის ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავაჭავაძის მუზეუმი მდებარეობს ბათუმში. იგი 2001 წელს დაარსდა. მუზეუმში წარდგენილია საინტერესო ექსპოზიცია. ილია ჭავჭავაძე იყო უმნიშვნელოვანესი ფიგურა საქართველოს კულტურულ და საგანმანათლებლო პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის იყო ლიდერი, რომელიც იბრძოდა საზოგადოების მორალური ღირებულებებისა და თვითშეგნების ამაღლებისთვის. მართლმადიდებულმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა.
მუზეუმში დაგხვდება ილია ჭავაჭავაძის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალები, ასევე საინტერესო სხვა საზოგადო მოღვაწეების პირად ნივთებს, ფერწერულ და სკულპტურული ნამუშევრებს. მუზეუმში განთავსებულია ყოფისა და ეთნოგრაფიული ამსახველი ნივთები.
მუზეუმში შესაძლებლობა გექნება ნახო ილია ჭავჭავაძის მეგობრების, მწერლისა და ექიმის გრიგოლ ვოლსკის ბათუმში მოღვაწეობის ამსახველი მასალა და პირადი ნივთები. ჯამში მუზეუმში დაცულია 278 ექსპონატი.