ფრიდონ ხალვაშის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი
კიდევ ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელზე შექმნილია სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში. ფრიდონ ხალვაში დაიბადა (1925 წელს) ქედაში და გარდაიცვალა (2010 წელს) ქედაში. იგი იყო მწერალი და პოეტი. ფრიდონ ხალვაში გახდა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ფრიდონ ხალვაშის სახელობის მუზეუმი მოწყობილია მისავე სახლში. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა და მას შემდეგ იგი ინტენსიურად იღებს სხვადასხვა სტუმარს. აქ წარმოდგენილია მწერლის პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები, ჩანაწერები, სხვადასხვა ფოტო მასალები, დოკუმენტები და სხვ. მას სახლში ასევე გააჩნდა პირადი ბიბლიოთეკა და მისი დათვალიერება შესაძლებელია მუზეუმში სტუმრობისას.