საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

სხალთას მონასტერი

სხალთის მონასტერი.jpg

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინჩაურში მდებარეობს რელიგიური და ისტორიული სხლათას მონასტერი. იგი სხალთის ეპარქიის ცენტრია. იგი წარმოადგენს უდიდესი მნიშვნელობის ძეგლს და საპატიო ადგილი უკავია ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლთა შორის.

სხალთის მამათა მონასტერი მოიცავს, როგორც ეკლესიას, ასევე მცირე ეკლესიას, მარანსა და სამარხებს. მისი მთავარი ტაძარი დიდი ზომის ნაგებობაა, რომლესაც მიდგმული ჰქონდა კარიბჭეები. Სამწუხაროდ ჩვენამდე ძეგლმა მძიმე დაზიანებებით მოაღწია. კედლების ნაწილების უმეტესობას აქვს გამოცლილი ქვები. ტაძარი მრავალჯერ არის რესტავრირებული.

ტაძრის სავარაუდო აგების თარიღის სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგრამ უმეტესად მას თამარ მეფის ეპოქის დროს უკავშირებს, შესაბამისად ეს გვამცნობს რომ იგი XII საუკუნეშია აგებული. მონასტერს ასევე გააჩნია თავისი ლეგენდა მის მშენებელზე, რომელმაც საკუთარი თავი დასაჯა და სიცოცხლე დაასრულა იმის გამო, რომ მან ზუსტად ვერ გათვალა ქვების რაოდენობა. ლეგენდის თანახმად ურდოების შემოსევისგან თამარ მეფემ აქ შეაფარა თავი.

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება