სკუტერით გასეირნება
თუ ზაფხული, ზღვა და ექსტრემალური შეგრძნებები გიყვართ, აჭარის სანაპიროზე შეგიძლიათ საზღვაო აქტივობებით გაიხალისოთ დღე და ადრენალინითაც შეივსოთ. ზაფხულის ცხელ დღეებში ზღვის წყლით გაგრილება და სანაპიროზე ნებივრობა საუკეთესო პერსპექტივაა, რაც სხვადასხვა აქტივობებითაც შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ. წყლის სკუტერით გასეირნება ერთ-ერთი და გამორჩეული წლის აქტივობაა, რომელიც ზაფხულის ემოციასა და ამ სეზონის უპირატესობებს ყველაზე კარგად გაგრძნობინებთ.
აჭარაში მრავლადაა ადგილები იზოლირებული სანაპირო ზოლით, რომელიც საუკეთესოა სკუტერის დასაქირავებლად და ღია ზღვაში გასასეირნებლად.
სკუტერის დაქირავება შესაძლებელია აჭარის სხვადასხვა სანაპიროზე, მათ შორის ბათუმში, კვარიათსა და ქობულეთში. მათ მარტივად იპოვით, რადგან სკუტერები პირდაპირ სანაპირო ზოლზეა განთავსებული. ამ აქტივობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე პარტნიორთან ერთად. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მეგობრებთან ერთად დროის ხალისით გასატარებლად და საუკეთესო მოგონებების შესაქმნელად.
სკუტერით გასეირნებისას განიტვირთებით ყოველდღიური დაძაბულობისგან, გაგრილდებით, სხვა მხრიდან დაინახავთ აჭარის სანაპიროების სილამაზეს და დატკბებით ზღვის უწყვეტი ჰორიზონტითა და მშვენებით.
დაისვენეთ აჭარის სანაპიროებზე, გაისეირნეთ წყლის სკუტერზე და შეიგრძენით ტალღებზე სიჩქარით ქროლვის მღელვარება.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA