საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ფურტიოს თაღოვანი ხიდი

ფურტიოს თაღოვანი ხიდი 1..jpg

ბათუმიდან სულ რაღაც 80 კილომეტრით დაშორებული, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული დღემდე ფუნქციონალური თაღოვანი ხიდია ფურტიო. იგი მდებარეობს სოფელ ფურტიოში, აჭარისწყლის დასაწყისში. ფურტიოს თაღოვანი ხიდი განეკუთვნება სავარაუდოდ IX-X საუკუნეებს. მისი ძირითადი ნაწილის სიგრძეა 35 მეტრი. მაქსიმალური სიგანე ნაპირებზე აღწევს 3.35 მეტრს.

ხიდის თავისა და ბოლოს საყრდენ ადგილად კლდიანი ნიადაგის არჩევა, ხაზს უსვამს მისი მშენებლის პროფესიონალიზმზე. შესაძლებელია სწორედ ეს არის იმის მიზეზი რომ ხიდი დღემდე დაზიანების გარეშეა შემორჩენილი.

2012 წელს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფურტიოს ხიდს ჩაუტარდა აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოები, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ. იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ ხიდის პირვანდელი სახე მათ გამოიყენეს ბუნებრივი ქვა და კირი.

მსგავსი ღირსშესანიშნაობების ნახვა უფრო საინტერესოს გახდის შენს ლაშქრობას და შუახევში სტუმრობას.

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება