საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ხაბელაშვილების ხიდი

Khabelashvilebi Bridge 2.jpg

თუ მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ შუახევის მუნიციპალიტეტში მოგზაურობას გადაწყვეტ, აუცილებლად ნახე ხაბელაშვილების ხიდი, რომელიც მდებარეობს სოფელ ხაბელაშვილებში. ხიდის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი აგებულია სამი საუკუნის წინ ერთი მშენებლის მიერ. ხიდი შეადგება ბზისა და წაბლის მასალისგან. ხიდის მთავარი საყრდენი ბურჯები ძველი დროის თაღოვანი ხიდების ბუჯების მსგავსია. იგი კირის ხსნარზე კარგად დამუშავებული ქვებითაა აშენებული.

ხიდი აკავშირდება ორ სოფელს, იგი მოქცეულია მდინარის თავზე. თავდაპირველად ხიდი იყო გათვლილი, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე ცხენითა და ურმებით სარგებლობისთვის. თუმცა დღეს დღეისობით ის მხოლოდ საფეხმავლოდ გამოიყენება. მას 2015 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მასში სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივებიც იყვნენ ჩართულნი.

ხაბელაშვილების ხიდს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წელს მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, როგორც უნიკალურ და უიშვიათესს დასავლეთ საქართველოში, თავისი გადახურვით, სამშენებლო ელემენტებითა და ავთენტურობით.

გალერია

Khabelashvilebi Bridge 5.jpgKhabelashvilebi Bridge 4.jpgKhabelashvilebi Bridge 3.jpgKhabelashvilebi Bridge 2.jpgKhabelashvilebi Bridge 1.jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება