საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ფრინველებზე დაკვირვება

ფრინველებზე-დაკვირვება.jpg

შენ შეგიძლია იყო, უბრალოდ ფრინველების მოყვარული ან გქონდეს მათზე პროფესიონალურად დაკვირვების სურვილი, ამ მიზანს,  ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევთ, აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალზე, რომელიც ყოველ წელს, სექტემბრის დასაწყისში იმართება.

ბათუმის სამიგრაციო დერეფანი ერთ-ერთი უმსხვილესია და სიდიდის მიხედვით მესამე ადგილს იჭერს მსოფლიოში.
ბოლო წლების მონაცემების მიხედვით აჭარის ცაზე 1 000 000 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი ფიქსირდება, აქედან გამომდინარე კი, ყოველ წელს გაცილებით მეტი ადამიანი ინტერესდება, ეწვიოს აჭარას, დააკვირდეს ამ უნიკალურ მოვლენას და თავად გახდეს მისი ნაწილი.

თუ კი, გაცილებით სიღრმისეულად გსურს დააკვირდე ფრინველებს, მაშინ გირჩევ სპეციალურად, სწორედ ამ დროისთვის, დაგეგმო შენი მოგზაურობა, ეწვიო აჭარას, თავად მოიძიო საინტერესო ადგილები და ვინ იცის, იქნებ, შენვე აღმოაჩინო ფრინველის ის, განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ჯერ არ არის ნაპოვნი. საუკეთესო პერიოდი მათზე დასაკვირვებლად არის შემოდგომის დასაწყისი. 

მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას ფლობ ფრინველების შესახებ, მათზე დაკვირვება, ყოველთვის უდიდესი სიამოვნება და დაუვიწყარი სანახაობაა. ფრინველთა სახეობების ცოდნა დამატებით, სრულიად სხვა მნიშვნელობას სძენს შენს დამოკიდებულებას ბუნებისადმი. ფრინველების ქცევისა და მათი ანატომიის შესწავლით კი, იქაურ გარემოსა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებ, რაც ცხადია, ამდიდრებს შენს გამოცდილებას.

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ორი თვის მანძილზე მიმდინარეობს. ფესტივალთან დაკავშირებული ნებისმიერ კითხვაზე პასუხი კი შეგიძლიათ იპოვო მათ ოფიციალურ ვებ-საიტზე.

გალერია

ფრიველებზე დაკვირვება 3.jfifფრინველებზე დაკვირვება 1.jfifფრინველებზე დაკვირვება 4.jpgფრინველებზე დაკვირვება 2.jfif

გაზიარება