საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

კვარიათის სანაპირო

კვარიათი.jpg

ბათუმიდან 17 კილომეტრში ულამაზესი სანაპირო, კვარიათი მდებარეობს. ეს ტერიტორია მთებითა და ტყითაა გარშემორტყმული. სანაპირო ზოლთან ახლოს სასტუმროები, ჰოსტელები და რესტორნებია გაშენებული, სადაც ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება სუფთა ჰაერზე, ულამაზესი ხედების ფონზე შეგიძლიათ, რაც ჩვეულებრივ ვახშამს განსაკუთრებულ თავგადასავლად აქცევს. მთის ფერდობებზე ენობები ისეა განლაგებული, რომ აქედან ცქერისას შავი ზღვის ჰორიზონტზე ულამაზესი ხედები იშლება, მთიდან მომავალი სუფთა ჰაერი კი მთელი ზაფხულის განმავლობაში სასიამოვნო სიგრილის გარანტიაა.

კვარიათი მშვიდი და მყუდრო გარემოთი გამოირჩევა, თუმცა აქ სხვადასხვა საზღვაო აქტივობით დაკავებასაც შეძლებ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სათავგადასავლო აქტივობაა დაივინგი. მსურველს, დამხმარე მწვრთნელებთან ერთად, შეუძლია შავი ზღვის სიღრმეში 10-20 მეტრზე ჩავიდეს. კვარიათის ზღვის წყალი სისუფთავითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა, რაც საშუალებას მოგცემთ კარგად დაათვალიერო წყალქვეშა სამყარო, გადაიღო დასამახსოვრებელი ფოტოები და ვიდეოები.

კვარიათის სანაპირო იდეალურია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დასასვენებლად. დღეს მშვიდად ნებივრობაში გაატარებ, საღამოს კი მზის ჩასვლის ცქერი დატკბები.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

კვარიათი.jpgკვარიათი.jpgზღვა.jpgმზის ჩასვლა კვარიათი.jpgმზის ჩასვლა 2.JPG

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება