საქმიანი ტურიზმი
ქედის მუნიციპალიტეტი

მერისის ჩანჩქერი

მერისის ჩანჩქერი.jpeg
easy

მერისის ჩანჩქერი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში, ბათუმიდან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჩანჩქერამდე მისვლა შესაძლებელია ავტომობილით, რის შემდეგაც ვიზიტორებს მხოლოდ 100-მეტრიანი საფეხმავლო ბილიკის გავლა უწევთ. დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე ჩამოშვებული წყლის ნაკადი, ტყით გარშემორტყმულ ბუნებრივ გარემოში, შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.

ზაფხულის ცხელ დღეებში აქ შესაძლებელია ბუნებრივ აუზში ცურვა და გაგრილება. მერისის ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა ულამაზეს მთის ხეობებსა და სოფლის პეიზაჟებზე გადის, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია ლაშქრობა, ფოტოგრაფია, პიკნიკი და ადგილობრივი კულტურის გაცნობა. ახლომდებარე საოჯახო რესტორნებში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული აჭარული კერძები და ნატურალური ადგილობრივი პროდუქტები.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

მერისის ჩანჩქერი ქოვერი.jpgმერისის ჩანჩქერი 1.jpgმერისის ჩანჩქერი 3

გაზიარება