საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ლელთის ტბა

Kintrishi-3.jpg

სოფელ ნაღვარევში მდებარეობს ლელთის ტბა, რომლის გარშემოც იშლება ულამაზესი და საოცარი ხედები. აქ გექნება შესაძლებლობა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მოაწყო პიკნიკი და მცირე ლაშქრობა. ტბაზე ასევე შესაძლებელია ნავით გასეირნება, რათა უკეთ შეიგრძნო ტბის სილამაზე. 

ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი. აქამდე მხოლოდ ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სალამანდრისებთა ეს ოჯახი ბინადრობდა მხოლოდ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე კერძოდ ტყიბელის ტბაში.

ტბამდე მისასვლელ გზაზე შეგხვდება ასევე საინტერესო ტურისტული ლოკაცია - ხაბელაშვილების ხის კონსტრუქციით ნაგები ხიდი, რომელიც 300 წლის წინ აშენდა. ლაშქრობის გაგრძელება შეგიძლია ასევე წისქვილის სოფელში, სადაც დღემდე ფუნქციონირებს რამდენიმე ხით აშენებული წისქვილი.

საბოლოოდ კი,  ლელთის ტბის გზად შესაძლებლობა გექნება მოაწყო ლაშქრობა, ტბაში გაისეირნო ნავით და ბოლოს მოაწყო საუცხოო პიკნიკი და დატკბე უმშვენიერესი ბუნებით.

 

გაზიარება