ხულოს მუნიციპალიტეტი
შუამთის ტბები
თუ გსურს ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ლოკაციის სტუმრობა მაღალმთიან აჭარაში ულამაზესი ხედებით, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულო შუამთის ტბები. ჯამში ამ ტერიტორიაზე არის 5 ტბა, თუმცა მათგან 3 ტბა არის ყველაზე ცნობილი და შედარებით დიდი ზომის.
შუამთის ტბები მდებარეობს ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, საზაფხულო სოფელ შუამთაში. იგი ბუნებრივად განთავსებულია ზღვის დონიდან 2150 მეტრზე. შუამთის სოფლიდან ულამაზესი ხედები იშლება ხიხანის ციხეზე და მის შემოგარენზე.
ტბების გარშემო არის ულამაზესი გარემო, სიმწვანე და სოფლის ძველებური სტილის სახლები, რომლის მონახულებისთვის საუკეთესო დროა ზაფხული, უფრო კონკრეტულად კი ივნისი-სექტემბერი. თუ ლაშქრობისა და ბუნების მოყვარული ხარ, მაშინ აუცილებლად მოინახულე შუამთის ტბები.