შუამთის ტბები
შუამთის ტბები აჭარის მაღალმთიან ნაწილში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ შუამთაში მდებარეობს. ტბები განთავსებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 2 150 მეტრის სიმაღლეზე. ამ ტერიტორიაზე სულ ხუთი ტბაა, რომელთაგან სამი შედარებით დიდი ზომით გამოირჩევა. ტბები გარშემორტყმულია ალპური მდელოებით, მთის ფერდობებითა და ტრადიციული აჭარული ხის სახლებით, რაც ამ ადგილს მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელ იერს ანიჭებს.
შუამთიდან პანორამული ხედები იშლება ხიხანის ციხესა და მის შემოგარენზე. ტბებამდე მისასვლელი მარშრუტები ხელსაყრელია ლაშქრობისთვის, ფოტოგრაფიისა და ბუნებრივი ლანდშაფტების შესასწავლად. ტერიტორიის მონახულებისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, როდესაც ალპური მდელოები ყვავილებით იფარება და მთის ბუნება განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
შუამთის ტბების მიმდებარე ტერიტორია ასევე ცნობილია საზაფხულო იაილებით, სადაც დღემდე შენარჩუნებულია მაღალმთიანი აჭარის ტრადიციული ცხოვრების წესი და სეზონური მეცხვარეობის კულტურა.
შუამთის ტბები ხშირად შედის ხიხანის ციხისა და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტებში, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ერთ დღეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაცია მოინახულონ.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91