ველო ბილიკები
დაათვალიერეთ ზღვისა და მთების პანორამული ხედები ველომარშრუტით სარგებლობისას. ბათუმი და მისი მიმდებარე ტერიტორიები გთავაზობს სხვადასხვა მარშრუტს.
ბათუმში მთავარი ველოსიპედის მარშრუტი არის ბათუმის ბულვარი, 6 კილომეტრიანი გზა, რომელიც გადის სანაპიროზე და იშლება ზღვისა და ქალაქის ულამაზესი ხედები. ველოსიპედის დაქირავება შესაძლებელია ბულვარში არსებულ პუნქტებში. მარშრუტის დაწყება შესაძლებელია ბულვარის დასაწყისში, სადაც მდებარეობს ბათუმის ღირსშესანიშნაობები “ალი და ნინო”ს მონუმენტი და ანბანის კოშკი.
Ასევე, შეგიძლია ისარგებლო ბათუმის ველოსიპედით “ბათუმველო”, ქალაქის მასშტაბით 23 ველო-ტერმინალია განთავსებული. “Ბათუმველო”ს ბარათის შეძენა შესაძლებელია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ან დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიო ვებგვერდს: www.batumvelo.ge
მეორე უფრო გრძელი გზა მოიცავს ბათუმი-მირვეთი-ბათუმის მარშრუტს. წრიული სახის, საშუალო სირთულის მარშრუტი, რომელიც არის 50 კილომეტრი, გაძლევს საშუალებას მოინახულო ბათუმის მიმდებარე ტერიტორიები, მთები, ტბები და მდინარეები. ბილიკის დასასრულს სოფელ მირვეთში შესაძლებლობა გექნება შეისვენო საპიკნიკო ტერიტორიაზე, ჩანჩქერ მირვეთთან, დატკბე პიკნიკით და იცურაო მდინარეში.
ველომარშრუტის გავლა ბათუმში სტუმრობისას ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო აქტივობაა მეგობრული და საოჯახო შეკრებებისათვის, რომელიც საშუალებას გაძლევს მოინახულო ულამაზესი ლოკაციები, ხედები და დატკბე ბუნებით.