დელფინარიუმი
ყველა ქალაქს აქვს თავისი, დამახასიათებელი ნიშანთვისება, ხასიათი, რაც გამოარჩევს მას სხვებისაგან.
ბათუმი კი, დელფინარიუმის გარეშე წარმოუდგენელია. ესაა ადგილი, სადაც ადრეულ წლებში, მუდამ უამრავი ადამიანი იკრიბებოდა და ის დღესაც ყველასთვის საყვარელი ადგილია.
უცხოელი დამთვალიერებელი თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი, დიდი სიყვარულითა და სიხარულით სტუმრობს მას.
ბათუმის დელფინარიუმი 1975 წელს გაიხსნა და იმ დროისთვის, ეს იყო პირველი სადემონსტრაციო და მსოფლიოში უდიდეს დელფინარიუმებს შორის ერთ-ერთი მათგანი. 2011 წელს კი დიდი პაუზის შემდეგ, ბათუმის დელფინარიუმმა კვლავ განაახლა საქმიანობა და დღემდე უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
დაუმეგობრდი უსაყვარლეს, თვინიერ დელფინებსა და ზღვის ლომებს. მათ ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. ბათუმის დელფინარიუმის ტერიტორიაზევეა განთავსებული, ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი, სადაც დღეს, შავი ზღვისა და საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობაა წარმოდგენილი.
აღმოაჩინე ბათუმი სხვა კუთხიდან, დელფინარიუმის ყველაზე საყვარელი და საინტერესო მაცხოვრებლებით.
მისამართი: | 51 Rustaveli Ave, ბათუმი 6010 |
ტელეფონი: | 0422 22 17 30 |
ვებგვერდი: | www.dolphinarium.ge |