საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

აკვარიუმი

ბათუმის-აკვარიუმი.jpg

ბათუმის ცნობილი დელფინარიუმის გვერდით სადემონსტრაციო აკვარიუმსაც აღმოაჩენთ, სადაც თქვენს წინაშე საოცარი წყალქვეშა სამყარო გადაიშლება. აქ დაგხვდებათ წყალქვეშა ბინადართა მრავალფეროვნება, რომელიც საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წლიდან ფუნქციონირებს და საკმაოდ რთულ კომპლექსს წარმოადგენს. იგი „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ნაწილია. აკვარიუმებში წყლის საერთო მოცულობა დაახლოებით 200 000 ლიტრს შეადგენს. აკვარიუმში არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივად არის გამოყვანილი და გამრავლებული.

ბათუმის აკვარიუმში ამჟამად  შავი ზღვისა და საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი უნიკალური და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა, ზღვის მელა, ცხენთევზა, ხონთქარა და სხვა. აკვარიუმში წარმოდგენილი ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია: ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში ასევე გამოყვანილია იაპონური კობრი.

ბათუმის აკვარიუმი ზღვის ბინადრების ფართო სპექტრის ხილვის შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვო.

მისამართი: 51, რუსთაველის გამზირი, 6010, ბათუმი

ტელეფონი: +995 422 22 17 30

ვებგვერდი: www.dolphinarium.ge

 

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

აკვარიუმი8.jpgბათუმის-აკვარიუმი.jpgაკვარიუმი7.jpgაკვარიუმი6.jpgაკვარიუმი5.jpgაკვარიუმი4.jpgაკვარიუმი3.jpgაკვარიუმი2.jpgაკვარიუმი1.jpg

გაზიარება