დელფინარიუმი
დელფინარიუმი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი და ყველასათვის საყვარელი ღირსშესანიშნაობაა ბათუმში, რომელიც უკვე ამ ქალაქის სავიზიტო ბარათადაც იქცა. ესაა ადგილი, რომელსაც ერთნაირი სიხარულითა და აღტაცებით სტუმრობს ადგილობრივი მაცხოვრებელიც და ტურისტიც.
ბათუმის დელფინარიუმი 1975 წელს გაიხსნა და იმ დროისთვის ის იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს შორის. გარკვეული პაუზის შემდეგ, 2011 წელს ბათუმის დელფინარიუმმა კვლავ განაახლა საქმიანობა და დღემდე უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
ბათუმის დელფინარიუმი მნახველს ყოველთვის დაუვიწყარ და ემოციურ წარმოდგენებს სთავაზობს. შოუს დასწრების შემდეგ სამუდამოდ შეიყვარებთ უჭკვიანეს, უსაყვარლეს, თვინიერ დელფინებსა და ზღვის ლომებს, რომელთაც ძალიან მოსწონთ ადამიანებთან ურთიერთობა. ბათუმის დელფინარიუმის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სადემონსტრაციო აკვარიუმი, სადაც წარმოდგენილია შავი ზღვისა და საქართველოს მტკნარი წყლების ზოგიერთი ბინადარი და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობა.
დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.
ესტუმრეთ ბათუმის დელფინარიუმს და ისიამოვნეთ ზღვის ბინადრებთან ურთიერთობით.
|
მისამართი: |
51 Rustaveli Ave, ბათუმი 6010 |
|
ტელეფონი: |
0422 22 17 30 |
|
ვებგვერდი: |
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA