საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

კურორტი "ბეშუმი"

კურორტ ბეშუმი (2).jpg

კურორტი ბეშუმი

ზაფხულში თუ მთაში მოგზაურობას გადაწყვეტ აუცილებლად უნდა ეწვიო კურორტ ბეშუმს. აქ შესაძლებლობა გექნება დაისვენო, დატკბე ხედებით, მოაწყო ლაშქრობა და კემპინგი, ასევე შეძლებ მთებში ცხენით გასეირნებასა და სხვა მრავალ აქტივობას.

ბეშუმის კურორტი ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრზე მდებარეობს, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე. კურორტი ყველაზე საინტერესოა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, როდესაც იმართება ტრადიციული და სახალხო დღესასწაული “შუამთობა”. 

აქ შესაძლებლობა გექნება ბოლომდე შეისწავლო და აღმოჩინო მაღალმთიანი აჭარის სული და ცხოვრების სტილი. დღესასწაულზე იმართება მრავალი აქტივობა, როგორებიცაა დოღი, სხვადასხვა სახის შეჯიბრებები, ტრადიციული ფოლკლორული წარმოდგენები, ცეკვები და სიმღერები. ასევე, შესაძლებლობა გექნება დააგემოვნო ტრადიციული კერძები, ღვინო და იხილო ადგილობრივი რეწვის ნიმუშები.

გაზიარება