აჭარული კულინარია
აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი რეგიონია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და მრავალფეროვანი სამზარეულოთი. აჭარის სამზარეულო არის გემოსა და ინგრედიენტების უნიკალური ნაზავი. ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა - საცივი, მწვადი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვები აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა.
აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები გახდა კერძების მთავარი კომპონენტი. მაღალმთიან აჭარაში ხანგრძლივი ზამთარია და სწორედ ამიტომ პროდუქტები საჭიროებს დიდ ხნიან შენახვას. Სამზარეულოში უხვადაა როგორც ბოსტნეულისგან, ასეცე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები.
დაწნული ყველი ერთ-ერთი სახასიათოა მაღალმთიანი აჭარისთვის, რომლისთვისაც სპეციალურ დამზადების ტექნიკას იყენებენ, მისი გემო და სტრუქტურაც განსხვავდება სხვა დანარჩენი ყველებისგან, რაც დიდ ინტერესს აღვიძებს ტურისტებში.
რძის პროდუქტისგან დამზადებული აჭარისთვის დამახასიათბელი კიდევ ერთი ნოყიერი კერძია კაიმაღი, რომელსაც უმეტესად მჭადთან და ყველთან ერთად მიირთმევენ.
ასევე ნოყიერი და კალორიული კერძია ბორანო. მის მოსამზადებლად ძირითადად იყენებენ ინგრედიენტებს, ერბოსა და აჭარულ ყველს. თუმცა ბორანოს მომზადების სხვადასხვა სახეობაც არსებობს, რომელიც მოიცავს განსხვავებულ ინგრედიენტებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანო.
საკმაოდ განსხვავებული გემოების მქონე კერძია მალახტო, რომელიც ისევ და ისევ აჭარის სამზარეულოსთვის არის დამახასათიაბელი. ამ კერძის შესაქმენლად იყენებენ ჭყინტ ლობიოს. მისი მოხარშვის შემდეგ აუცილებლად უმატებენ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და რაც ყველაზე მთავარია და საინტერესო ისრიმის წვენს. ისრიმის წვენი არის მკვახე ყურძნის წვენი, რომელიც მალახტოს განსაკუთრებულ აროამტს მატებს.
დროიებით ჩამოვიდეთ მაღალმთიანი აჭარიდან და აღმოვაჩინოთ ქობულეთის ერთ-ერთი სახასიათო კერძი იახნი. ამ კერძს ამზადებენ საქონლის მკერდის ნაჭრისგან. მას გემოების გასაღვიძებლად უმეტებენ სანელებლების ნაირსახეობას. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია.
აჭარაში ხშირ ამზადებენ ხაჭაპურის ერთ-ერთ ინტერპრეტაციას, რომელსაც აჩმას უწოდებენ. იგი სხვა ხაჭაპურებისგან განსხვავდება ფორმითა და მომზადების ტექნოლოგიით. აჩმა მზადდება თხელი ცომის ფენებისგან, რომელშიც ჩამდნარია ყველი და კარაქი. იგი საკმაოდ ჰაეოროვანი, ეს კი განაპირობა სწორედ ცომის თხელმა ფენებმა. ამასთან ერთად იგი საკმაოდ ნოყიერია.
კიდევ ერთი საკმაოდ ნოყიერი კერძია - სინორი. მისი მომზადებისათვის საჭიროა სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ასევე ნადუღი და ერბო. სინორი მზადდება კეცზე, რაც მას უფრო მეტად გამორჩეულს და გემრიელს ხდის.
თუ უფრო საუცხოო, განსაკუთრებულ და დელიკატურ გემოს ეძებ, აუცილებლად უნდა დააგემოვნო ყაისაფა. იგი მზადდება ქლიავისგან. პროცესი მოიცავს ქლიავის ჩირის მოხარშვას, შემდეგ ნიგოზისა და შაქრის დამატებას. ნიგოზი უმეტესად ინაყება ჯამში ქვის საშუალებით. საბოლოო შტრიხისთვის ზემოდან ასხავენ დამწვარ კარაქს. ყაისაფას უმეტესად მიირთმევენ ჩისთან ერთად.
აჭარელები სხვადასხვა კლასიკურ კერძებს თავიანთ ეშხს მატებენ. ერთ-ერთი მსგავსი კერძია ჩახოხბილი, თუმცა ისინი მას ცოტა განსხვავებულად ამზადებენ. იგი მზადდება ქათმისგან და მას უმატებენ მოხარშულ ბრინჯს. ასევე დანაყულ ნიგოზს ნიორთან ერთად.
ჩირბული - ერთ-ერთი სწრაფად მოსამზადებელი კერძია. იგი ასევე მთელს საქართველოშია ცნობილი, თუმცა აჭარაში მას განსხვავებულად ამზადებენ. ძირითადი მომზადების პროცესი ასეთია: პირველად იწყებენ პომიდვრის მოთუშვას ტაფაზე, შემდგომ ამატებენ სხვადასხვა მწვანილებს და ბოლოს ტაფაში უმატებენ კვერცხს. კერძი მზადდება დაბალ ცეცხლზე და კვერცის დამატების შემდეგ ის მორევას არ საჭიროებს.
აჭარული კერძების მრავალფეროვნება ამით არ სრულდება და უნდა ითქვას რომ იგი თითქმის უსაზღვროა. თუმცა ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კერძია აჭარული ხაჭაპური, რომლის დაგემოვნებასაც აჭარის ნებისმიერ წერტილში შეძლებ. აჭარული ხაჭაპური სხვა დანარჩენი ხაჭაპურებისგან გამოირჩება მისი ორიგინალური ფორმითა და გემოთი. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს.
მართალია აჭარული ტრადიციული კერძების სია ამით არ მთავრდება, თუმცა დროა გადავიდეთ დესერტებზეც. ერთ-ერთი გამორჩეული დესერტი აჭარისთვის არის რძის ჰალვა. იგი რთული მომზადების პროცესს მოითხოვს, თუმცა ეს ამად ღირს, რადგან ის საოცრად გემრიელია. იგი მზადდება შაქრითა და რძით, შემდგომ კი მას ამატებენ კაიმაღს. მისი სირთულე ინგრედიენტებში არ მდგომარეობს. აუცილებელია დუღილის პროცესის კონტროლი, გაგრილებისა და სითბოს კონტროლი, დაჭრის ზუსტი დრო და სხვ.
კიდევ ერთი უგემრიელესი აჭარისთვის დამახასიათებელი დესერტია ბურმე. ის რულეტის ფორმის, ბაქლავის მსგავსი ტკბილეულია, რომელიც მზადდება კარაქით, ნიგვზით, თხილითა და შაქრით. გამოცხობის შემდეგ მას ზემოდან ასხავენ სიროფებს.
ბორეგი ყველასათვის ცნობილი ტკბილეულია. ბორეგი ინგრედიენტებით წააგავს ბურმეს. იგი მზადდება გატარებული ნიგვზით ან თხილის მასით შაქართან ერთად. მასას თხელ ცომში ახვევენ და შემდეგ ღუმელში წვავენ. მზა ბორეგს ზემოდან ასხავენ მდუღარე სიროფსა და დამარილებულ კარაქს.
მსგავსი სიის მერე აუცილებლად მოგინდება ყველა ამ კერძის თვალით ხილვა და რაც მთავარია დაგემოვნება. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაქვს აჭარაში მოგზაურობისას, განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ესტუმრები მაღალ მთიან აჭარას, საოჯახო სასტუმროებს, სადაც ყველა მასპინძელი გულღიად დაგხვდება და შემოგთავაზებს სხვადასხვა კერძებსა და დესერტებს. ისიამოვნე აჭარაში მოგზაურობით და აქციე ის დაუვიწყარად ტრადიციების შესწავლასთან ერთად.