ბათუმის ბოტანიკური ბაღი
თუ ბუნების მოყვარული ხარ ან უბრალოდ გსურს დატკბე ბათუმის სილამაზით აუცილებლად უნდა ესტუმრო ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. აქ თავს იყრის უამრავი ტურისტი, ბუნების მოყვარულები, ოჯახები, რადგან ბოტანიკური ბაღი ყველასათვის შესანიშნავი ადგილია, საუცხოო პეიზაჟებისა და მცენარეების სანახავად. ბაღი მდებარეობს ბათუმიდან 9 კილომეტრში.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია მცენარეთა მრავალი კოლექცია, რომლებიც გამოყენებულია სამეცნიერო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო მიზნით. ასევე ბოტანიკურ ბაღში ხდება გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დაცვა.
ბოტანიკური ბაღი დაყოფილია 3 პარკად. მასში გაერთიანებულია ფოტოგეოგრაფიული განყოფილებები (აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრ. ამერიკის, სამ. ამერიკის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერ კავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილება). რაც შეეხება მცენარეთა კოლექციას, აქ თავმოყრილია ციტრუსოვანი, კამელიების, ვარდებისა და სხვა კოლექციები.
ბაღში შესაძლებელია პიკნიკისა და კემპინგის მოწყობა, ექსკურსია მძღოლის აყვანა, საქორწინო ცერემონიის ჩატარება და მცენარეთა შეძენა.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე VISIT AJARA