საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

ბულვარის შადრევნები

ბულვარის შადრევნები

მრავალი საუცხოო ღირსშესანიშნაობების გარდა ბათუმის ბულვარში სეირნობისას შესაძლებლობა გექნება აღმოაჩინო შადრევნები, რაც ბულვარს უფრო მრავალფეროვანს და საუცხოოს ხდის. ბათუმის ბულვარში შადრევნები მრავალი წელია არსებობს, როგორც ძველ ასევე ახალ ბულვარში.

Ბულვარის ერთ-ერთი ცნობილი შადრევანია - “ცენტრალური მოცეკვავე შადრევანი”. იგი ბათუმის ბულვარში 1977 წელს დამონტაჟდა, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ერქომაიშვილის მიერ. კონსტრუქცია მოიცავს 3 სხვადასხვა ფერის შადრევანს. Მისი გარშემო ტერიტორია იქცა თავშეყრისა ადგილად. ცენტრალური შადრევანი გარშემორტყმულია ცვილის სალამურიანი ბიჭების ქანდაკებებით. 

ყველაზე მასშტაბური ფრანგული მოცეკვავე შადრევანი ბულვარის გასწვრივ არდაგანის ტბაშია დამონტაჟებული. იგი თითოეულ გამვლელს ულამაზეს სანახაობას სთავაზობს. მოცეკვავე შადრევნები გამოფორმებულია ჰოლოგრამით და საუცხოო მუსიკით, რომლის მოსმენა და შადრევნების ცეკვის ყურებით ტკბობა საოცარ განწყობაზე დაგაყენებს. 

მოცეკვავე შადრევნების სანახავად საუკეთესო დრო არის ზაფხულს გრილ საღამოებზე, რადგან შადრევნები განათებულია მრავალი საუცხოო ფერით და ის საოცრად ერწყმის ღამის ბათუმს.

ძველ ბულვარში ასევე შეხვდები ულამაზეს და გამორჩეულ შადრევანს, სადაც მოთავსებულია უმშვენიერი ქალის ქანდაკება, რომელიც ძველი სტილის ორთვალა ვესოლიპედზე ზის. მას ხელში უჭირავს ქოლგა და აცვია საუცხოო კაბა. ქანდაკება საკმაოდ ჰაეროვნად და ლამაზად გამოიყურება. იგი შადრევნის ცენტრშია მოთავსებული და მის გარშემო ხასიათს უფრო მეტად მშვენიერს ხდის. 

 

გაზიარება