საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ჭვანას ხეობა

ჭვანა 54.jpg

თუ მოგზაურობა გიყვართ და უპირატესობას ავთენტიკურ, სიმწვანეში ჩაფლულ ბუნებას ანიჭებთ, აუცილებლად აჭარას, ჭვანას ხეობას უნდა ესტუმროთ, რომელიც ბათუმიდან 58 კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ჭვანას ხეობა ცნობილია თავისი სამასწლოვანი, ხის გადახურული ხიდით და წისქვილების უძველესი სოფლით, სადაც სამი საუკუნის განმავლობაში არ შეწყვეტილა სოფლის წყლის წისქვილების გუგუნი. ჭვანას ხეობაში, სოფელ ნაღვარევშია აგრეთვე ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული ლელთის ტბა, რომლის ირგვლივ გვირილების მინდორი და საპიკნიკე ადგილებია. ტბაზე შეგიძლიათ ტივით გაისეირნოთ წყალზე, სადაც კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. ამბობენ, რომ ამ ტბაში წყალი ყოველთვის ერთ დონეზეა და არ ცნობს გარემო პირობების ცვლილებებს.

ჭვანას ხეობაში მოგზაურობისას ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ჟანივრის, ცხემლისის და ნაღვარევის ჩანჩქერები და ოთოლთას ციხე. ხეობაში ასევე ფუნქციონირებს ფანდურის სახელოსნო, სადაც ინსტრუმენტის შეძენის გარდა, მასტერკლასებშიც მიიღებთ მონაწილეობას. თუ ადგილობრივებს ესტუმრებით, შინ დამზადებულ ნატურალურ თაფლს, ხილს და უგემრიელეს ტრადიციულ კერძებსაც დააგემოვნებთოჯახებში ხშირად იმართება ფოლკლორული საღამოები და აქ ტრადიციული კერძების დამზადებასაც შეგასწავლიან.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

ჭვანა.jpgჭვანა - ჯვარიმინდორი 2.jpgჭვანა - ჯვარიმინდორი 1.jpgჭვანა - ჯვარიმინდორი 3.jpgჭვანა 57.jpgჭვანა 56.jpgჭვანა 55.jpgჭვანა 54.jpgჭვანა 53.jpgჭვანა 52.jpgჭვანა 51.jpg

გაზიარება