ხიხანის ციხე
თუ ისტორიისა და ძველი ნაგებობების მოყვარული ხარ აუცილებლად უნდა მოინახულო აჭარის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - ხიხანის ციხე. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილვანაში, მდინარე სხალთის სათავეებში. ის გაშენებულია მაღალ ციცაბო კლდის ფერდობზე, ზღვის დონიდან 2635 მეტრ სიმაღლეზე. ციხე განეკუთვნება XII-XIII საუკუნეების ძეგლს.
დღესდღეობით ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვ. ციხე-სიმაგრეს გააჩნდა სამხედრო და დამცველობითი ფუნქცია, მტრის შემოსევების დროს ის ქართველ დიდებულთა თავშესაფარს წარმოადგენდა.
ხიხანის ციხეში აღმოჩენილია: ხუთი ქვევრი, სწორკუთხედის ფორმის ნაგებობა, რომელიც უნდა იყოს სწორედ ის ადგილი,, სადაც მოთავსებული იყო მარანი. ქვითა და აგურით აგებული გალავანი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის საძირკველის ნაშთები, ასევე აღმოჩენილია თონე და სხვა მრავალი ნაშთები.
