საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ჩანჩხალოს ციხე

კავიანის ციხე 3..jpg

თუ ტურისტული მარშრუტით მოგზაურობას გადაწყვეტ კურორტ გომარდულიდან შესაძლებლობა გექნება ეწვიო მთიანი აჭარის ულამაზეს სოფელს - ჩანჩხალოს. ამ სოფელში აუცილებლად უნდა მოინახულო შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, რომელიც ტყის საფეხმავლო ბილიკით დაახლოებით ნახევარი კილომეტრშია.

ციხის გზა თითქმის მიუვალია, სოფლის მოსახლეობა მას თამარის ციხესაც კი უწოდებს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ რომ ციხე აშენებულია XII-XIII საუკუნეებში. ციხის ფართობი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრია. ციხესთან კავშირში მყოფი ნაგებობა მდებრეობს მის სიახლოვეს, რომელიც დაფარულია ქვებით მას ნამალევს ეძახიან. ნაგებობა დაახლოებით 500მდე ადამიანს იტევს და სავარაუდოდ ის გამოიყენებოდა საბორძოლო მოქმედებების დროს ხალხის თავშესაფრად.

აქ ასევე არის ტერიტორია, რომელსაც ციხის ყელი ჰქვია და ის სოფელს გადმოჰყურებს. ციხის სტუმრობა და ისტორიული ძეგლების მონახულება შენი ლაშქრობის ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენელი ნაწილი იქნება.

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება