გვარას ციხე
აჭარა ერთ-ერთი გამორჩეიული რეგიონია საქართველოში, სადაც შემონახულია მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლები. მათი ნაგებობის სტილი, მასალა და არქიტექტურა საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მისი ისტორიული კულტურის სიმდიდრისათვის.
მაჭახელას ეროვნულ პარკში მოხვედრისას აუცილებლად უნდა მოინახულო გვარას ციხე. იგი მდებარეობს ხელვაჩაურში მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავთან, მისი სიმაღლე მდინარე მაჭახელას დონიდან 50 მეტრამდეა. ციხე გადმოჰყურებს ულამაზეს მთებსა და მდინარეებს. გვარას ციხეს უკავია 150 კვ. მეტრ ფართობი. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3-6 მეტრამდეა.
გვარას ციხის ძირითადი მიზანი იყო ხეობაზე გამავალი გზების კონტროლი. ასევე ციხე მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დიდ როლს ასრულებდა თავდაცვაში.
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია XI საუკუნით დათარიღებული 22 ქვევრი. ეს კი გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.
გვარას ციხის სამხრეთ ნაწილში აღმოჩენილია ჭა, რომელსაც მიდგმული აქვს სამკუთხა ნაგეგებობა. მის ქვეშ მოთავსებულია სათავსო. ჭის სიღრმე 2.80 მეტრია, თუმცა ვარაუდობენ რომ ის ადრე უფრო ღრმა იყო და დღეს იგი ამოვსებულია მიწით, ქვებითა და ფოთლებით.