საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე

გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე 4. .jpg

თუ გონიოს კურორტზე მოხვდები აუცილებლად გამოყავი რამოდენიმე საათი გონიოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობის სახავად. ხელვაჩაურში მდებარე გონიოს ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მსგავსი დაგეგმარება გახდა სხვადასხვა იმპერიების (რომის, ბიზანტიის და ოსმალეთის) საყრდენად.

გონიოს ციხე ინახავს ბევრ მნიშვნელოვან ფაქტებსა და ისტორიულ ნიმუშებს XX საუკუნის 80-იან წლებამდე. იგი დღეს დღეისობით მუზეუმად არის გადაქცეიული. მუზეუმ-ნაკრძალი 2010 წლიდან მოქმედებს.

გონიოს ციხე საოცრად იყო გამყარებული, მას უამრავი ბრძოლა აქვს გამოვლილი და დღემდე მრავალი რესტავრაცია აქვს ჩატარებული. ციხის გალავანი გამყარებულია 18 კოშკით, რაც თავდაცვისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღსაღნიშნია ის ფაქტი რომ ციხის ისტორია დაკავშირებულია არგონავტების მითთან. ასევე აქ დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული მატათა.

არ გამოტოვო შანსი შეისწავლო და აღმოაჩინო არა მხოლოდ აჭარის ისტორია, არამედ უდიდესი იმპერიების შემორჩენილი ნიმუშები და მათი ჟამთასვლა.

გალერია

_გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე 2..jpgგონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე 1. .jpgგონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე 3..jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება