იოგა
იოგა
აჭარის უნიკალურ და მწვანე ბუნებაში განტვირთვის და დასვენებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომელიც შავი ზღვის პირეთს საოცრად უხდება არის იოგა. იგი საშუალებას მოგცემს უკეთ მოდუნდე, გაწმინდო ნეგატიური ენერგია და გახსნა ყველანაირი პოზიტივი, მიიღო საუკეთესო შენი მოგზაურობიდან, დასვენებიდან და გართობიდან. იოგა საოკმაოდ ეხმარება კუნთებს, როგორც მოდუნებაში, ასევე ტონუსის მოსამატებლად. იოგა ასევე საოცარი გზაა გონების განსაწმენდად. თუ ბათუმში მოგზაურობისას გადაწყვეტ იოგით დაკავებას შენ შეძლებ ბოლომდე შეიგრძნო ყველანაირი სილამაზე, რასაც კი ეს ადგილი მოგცემს. მცირედი ფიზიკური აქტიურობა იოგით, ზღვა, ნათელი მზე, ლამაზი სანაპიროები, საუკეთესო ჰავა ეს ყველაფერი შეგიძლია ერთ ტერიოტიაზე გამოსცადო.
ბათუმში არსებობს იოგის სხვადასხვა ჯგუფები, სადაც შეძლებ გაწევრიანებას და გაკვეთილებზე დასწრებას, მათ შორის არის:
“Aspria Fitness”, “Yoga Space”, “Yoga & Qigong”, “Yoga Therapy Batumi”, “Batumi Yoga Centre”, “SpiritLab BaTumi”, “yog’A’sana”