საქმიანი ტურიზმი
ბათუმი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ქედის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი

კულინარული ტურები

2. მასტერკლასი.jpg

გასტრონომიული ტურიზმი არის ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა, როდესაც აჭარას სტუმრობ, რადგან შეუძლებელია არ დააგემოვნო აჭარული ტრადიციული კერძები. ტურიზმის ამ კუთხით განვითარება განაპირობა აჭარული კერძების მრავალფეროვნებამ და განსხვავებულობამ. სტუმრებსა და ტურისტებს ვინც მოგზაურობს აჭარაში, შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ყველა სახის საუცხოო გემოს  მქონე ტრაციდიული კერძები. აღსანიშნავია, რომ  მაღალმთიანი აჭარისა და ზღვისპირეთის კერძები თავისი მომზადების წესითა და დამახასიათებელი გემოებით ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც აჭარული კერძები სხვა ქართული კერძებისგან.


Აჭარული კერძების დაგემოვნებისა და მასტერკლასებში მონაწილეობის გარდა, მნიშვნელოვანია ღვინის დეგუსტაცია და მისი დაყენების ტექნოლოგიის შესწავლა. ღვინის ტურების უმეტესობა იმართება ზაფხულობით და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი დატვირთულობით გამოირჩევა ქედის მუნიციპალიტეტი. ,სადაც შესაძლებელია ესტუმრო საოჯახო სასტუმროებს და დააგემოვნო, როგორც კერძები, ისე სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დამზადებული ღვინოები.  

კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო არის: აჭარული ხაჭაპური, მალახტო, კაიმაღი, ბორანო, იახნი, სინორი, ყაისაფა, ჩახოხბილი, ჩირბული და სხვ.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა კერძების დასაგემოვნებლად არის სახალხო ფესტივალებზე, როგორებიცაა: “შუამთობა”, “მერისობა”, “მარეთობა”, “მაჭახელობის დღესასწაული” და სხვ. დასწრება. ამ დღესასწაულებზე შესაძლებლობა გექნება არამხოლოდ დააგემოვნო ტრადიციული კერძები, არამედ გასინჯო ღვინოები, ისიამოვნო ქართული ფოლკლორითა და ტრადიციული სპორტული შეჯიბრებების ყურებით.

გალერია

1. მასტერკლასი.jpgკულინარული მასტერ კლასი 3.jpgკულინარული მასტერკლასი 2.jpgკულინარული მასტერკლასი.jpg

გაზიარება