სახალხო ფესტივალები
აჭარაში სახალხო ფესტივალები ოდითგანვე ტარდებოდა, ის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, როგორც მკვიდრი მოსახლეობის გართობისათვის და გახალისებისათვის, ასევე ტურისტებისათვის, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა კარგად შეისწავლონ რეგიონის კულტურა და ცხოვრების სტილი.
შუამთობა - იმართება აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას. სახელს აქვს თავისი დატვირთვა რადგან აგვისტოში საქონელი მთაში გაჰყავთ. აქ იმართება დოღი, სხვადასხვა ტრადიციული შეჯიბრები, გამოფენა-გაყიდვა, ნადიმობა და სხვ.
მარეთობა - ერთ-ერთი ტრადიციული დღესასწაულია. იგი იმართება სოფელ ოლადაურში ყოველ 7 მაისს. მისი სახელი უკავშირდება წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აშენაბას. იმართება სხვადასხვა ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, შეჯიბრები და სხვ.
ქედის ღვინის ფესტივალი - ტარდება მახუნცეთში, სადაც წარმოდგენილია ქედისა და სხვა მინიციპალიტეტების ღვინოები. მისი მიზანია ღვინის პოპულარიზაცია.
თაფლის ფესტივალი - იგი მიზანად ისახავს რეგიონში მეფუტკრეობის განვითარებას.
მაჭახელობის დღესასწაული - იგი შუამთობის შემდგომ შაბათ-კვირას ეწყობა. მისი მთავარი შოუა დოღი. ასევე წარმოდგენილია რეწვის ნაწარმთა გამოფენა, ტარდება ხალხური ცეკვიბისა და სიმღერების საღამო.
სელიმობის დღესასწაული - იმართება 3 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტში. მას სელიმ ხიმშიაშვილის მოსახსენიებლად მართავენ.
დიდაჭარობა - სასულიერო დღესასწაული, რომელიც იმართება ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში ყოველ 12 მაისს. იგი მოციქული ანდრია პირველწოდების დღედ არის ცნობილი. აქ იმართება სამეცნიერო კონფერეცია, ფოლკლორული წარმოდგენები და სხვ.
ქედელობა - ქედის ცენტრალურ პარკში იმართება ფოლკლორული, ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, ტრადიციული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება, სპორტული აქტივობები და სხვ.
შემდეგი სახლახო ფესტივალებია: “კოლხობა”, “ზამლეთობა”, “მერისობა”, “ტბელობა” და სხვ.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე batumievents