საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ბათუმის ბულვარი

16. შადრევნები - საინფორმაციო (1).jpeg

ბათუმის ბულვარი უკვე თითქმის საუკუნე ნახევარია ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას და, ფაქტობრივად, მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ეს არის 7 კილომეტრზე გადაჭიმული ულამაზესი ზღვისპირა პარკი, რომელიც უნიკალურია თავისი მდებარეობით, დაგეგმარებით, რეკრეაციული მნიშვნელობითა და მულტიფუნქციური დანიშნულებით. ქალაქის სტუმართა თუ ტურისტთა უმრავლესობაპირველ რიგში, ბათუმის ბულვარს აკითხავს - აქ სეირნობა თუ უბრალოდ დასვენება მათი საყვარელი აქტივობაა, ბათუმელებისთვის კი შეხვედრის, განტვირთვის და დროის სასიამოვნოდ გატარების შეუცვლელი  ადგილი.

ზღვისპირა პარკის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო და დღემდე განვითარების მრავალი ეტაპი გამოიარა. მის შექმნასა და დახვეწაში დიდი წვლილი მიუძღვის ფრანგ, ესპანელ და ქართველ არქიტექტორებსა და მებაღეებს. საბოლოოდ კი, დღეს ბათუმის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მონახულებადი ადგილია, სადაც ყველა პოულობს შესაფერის გარემოსა და გასართობს.

ბათუმის ბულვარში 45 000-მდე ხე-მცენარეა და აქედან  10 000 მარადმწვანე ჯიშისაა. ბულვარის ტერიტორიაზე არაერთი გასართობი თუ შემეცნებითი  დაწესებულება, რესტორანი, ბუნგალო, ატრაქცია და სპორტული სივრცეა. თქვენ აქ დაგხვდებათ: ბათუმის კოლონადები, საზაფხულო თეატრი, მოცეკვავე შადრევნები, ბათუმის შუქურა, ანბანის კოშკი, მოძრავი ქანდაკებაალი და ნინო“, ზოოკუთხე, ვეტერანთა კლუბი, მოზაიკით მოჭედილი ქალაქის კოლორიტად ქცეული კაფერვაფეხა“, საოცრებათა მოედანი, საბავშვო-გასართობი სივრცეები, პარკის შემქმნელებისა და მთავარი მებაღეების ძეგლები და მრავალი სხვ.

ზღვისპირა პარკის სასეირნო ბილიკი აეროპორტთან ახლოს ჩაივლის. აქედან თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის ულამაზეს კადრებს გადაიღებთ აისისა და დაისის დროს. რაც შეეხება აქტივობებს, აქაც საკმაო მრავალფეროვნებაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩოგბურთის კორტებით, იახტ კლუბით (საზღვაო აქტივობებისთვის), ფეხბურთის მოედნებით, სკეიტ პარკით, სპორტული-სავარჯიშო სივრცეებით, ველო ბილიკითა და სხვ.

ბათუმის ბულვარის ვებგვერდი: www.boulevard.ge

 

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

 

გალერია

ბულვარი 6.jpgბულვარი-3.jpgBULVARI-COVER.jpgbulvari6.jpgbulvari5.jpgbulvari4.jpgbulvari3.jpgbulvari2.jpgბულვარი-4.jpgbulvari1.jpgბათუმის ბულვარი 7.jpgბათუმის ბულვარი 6.jpgბულვარი-5.jpgბულვარი-2.jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება