საქმიანი ტურიზმი

“ბათუმობა”

საქართველოს გამორჩეული ზღვისპირა ქალაქის ბათუმის დღესასწაული „ბათუმობა“ გაზაფხულზე ყოველ 28 აპრილს აღინიშნება.

DSC_0020.jpg

საქართველოს გამორჩეული ზღვისპირა ქალაქის ბათუმის დღესასწაული „ბათუმობა“ გაზაფხულზე ყოველ 28 აპრილს აღინიშნება. ბათუმს დაახლოებით 2500 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ამ თარიღის შერჩევა, 1888 წლის 28 აპრილს, ბათუმის ქალაქის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ, 1888 წლის 28 აპრილს კი ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

თავდაპირველად, ქალაქ ბათუმის დღესასწაული სახელად „ბათუმქალაქობა“ 1982 წლის მაისში აღინიშნებოდა და რამდენიმე წელიწადის მანძილზე თანმიმდევრობით იმართებოდა. თუმცა, რამდენიმე წელია რაც ქალაქის დღესასწაულის თარიღი დაუკავშირდა მისი სტატუსის მიღების ისტორიას, 28 აპრილს და სახელად ეწოდა „ბათუმობა“. სადღესასწაულო აღნიშვნის პარალელურად იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“.

 

ქალაქ ბათუმის დღესასწაული „ბათუმობა“, ქართული სტუმართ-მასპინძლობის და მხატვრული შემოქმედების ჭეშმარიტი ზეიმია. დღესასწაულის ფარგლებში, ყოველწლიურად უამრავი განსხვავებული და მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება: ფოტოგამოფენები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობებში და ა.შ.
ღონისძიებები გამორჩეულია მრავალფეროვნებით, დატვირთულია კულტურული აქტივობებით ყველა ასაკის ადამიანისთვის, როგორც ბათუმელებისთვის ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. ამ დღეს ირჩევენ საპატიო ბათუმელებს, ქალაქს კი ბევრი ცნობილი ადამიანი და ოფიციალური დელეგაციები სტუმრობს. „ბათუმობა“ ყოველთვის სრულდება შესანიშნავი გალა-კონცერტით, რომელიც ნამდვილი სიამოვნებაა ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის. ბათუმის ქუჩები კი მორთულია ჭრელი, ფერად-ფერადი ქოლგებით. გაზაფხულზე დღესასწაულ „ბათუმობა“-ზე დასწრება შესანიშნავი აქტივობაა ამ ქალაქის უკეთ შესაცნობად. მოგონებებისა და სოციალური ქსელებისთვის კი შენ შესანიშნავი ფოტოების გადასაღებად ხელს არაფერი შეგიშლის.

გალერია

DSC_0004.jpgDSC_0012.jpgDSC_0040.jpgDSC_0048.jpgDSC_0060.jpgDSC_0093.jpgDSC_0107.jpgDSC_0141.jpgDSC_0160.jpgDSC_0215.jpgDSC_0244.jpgDSC_0240.jpgDSC_0220.jpgDSC_0004.jpgDSC_0012.jpgDSC_0040.jpgDSC_0048.jpgDSC_0060.jpgDSC_0093.jpgDSC_0107.jpgDSC_0141.jpgDSC_0160.jpgDSC_0215.jpgDSC_0244.jpgDSC_0240.jpgDSC_0220.jpg

გაზიარება