საქმიანი ტურიზმი

ეკოტურიზმი აჭარაში

ბუნება ადამიანის მიერ მატერიალური და სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილების მთავარ წყაროს წარმოადგენს.

kintrishi_05.jpg

ბუნება ადამიანის მიერ მატერიალური და სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამ ფაქტის შეგნებას ადამიანი ბუნებისადმი პატივისცემისა და სიყვარულისაკენ მიჰყავს. ამასთანვე ეკოლოგიური ტურიზმი ცდილობს ადამიანებამდე მიიტანოს გარემოს დაცვის საკითხების გადაუდებლობა და აუცილებლობა.

თუ თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, ვინც ეკოტურიზმითაა დაინტერესებული და შესაბამისი ადგილების აღმოჩენას ცდილობთ, აჭარის უნიკალურ ბუნებაში ნამდვილად ყველაფერს იპოვით, რაც ამისთვის გჭირდებათ - შესაფერისი ლანდშაფტს, მწვანე გარემოს სიჭარბეს, ბევრი ჟანგბადს, უსაფრთხო გარემოსა და ბუნებრივ მრავალფეროვნებას.

მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები, ესთეტიკურად მიმზიდველი ლანდშაფტები, ურბანიზაციისა და გაკულტურების პროცესებისაგან ხელუხლებელი უნიკალური ფლორა და ფაუნა, ქართულ და საერთაშორისო წითელ წიგნში შეყვანილი არცთუ ისე ცოტა რაოდენობის რელიქტური და ენდემური სახეობები, ბუნებრივი ტერიტორიების დაცული და განვითარებული ქსელები გააჩნია. ეკოტურისტებისთვის აჭარის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნის ეთნოკულტურის სიმდიდრე, სახალხო დღესასწაულების მრავალფეროვნება, ადათ-წესები, ხელობები, მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და თავისებური სამზარეულო.
აჭარაში ეკოტურის დაგეგმვაში თქვენ დაგეხმარებათ შემუშავებული და კონტროლირებადი მარშრუტები,  სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება,  სპორტული, სათავგადასავლო, სამკურნალო და ეკოლოგიურ-კულტურული ტურები,  საექსკურსიო მომსახურება,  განსაკუთრებული ღონისძიებები (ბაზრობები, აუქციონები, ფესტივალები,  კონკურსები, გამოფენები და სხვა),  ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი კვების პროდუქტების გაყიდვა.  

2012 წლის დასაწყისისათვის რეგიონის დაცულმა ტერიტორიებმა და ნაკრძალმა თავის ტერიტორიაზე შეიმუშავა ეკოლოგიური ბილიკები და მარშრუტები, რომელთა საერთო სიგრძე 63.7კმ შეადგენს ყველაზე გრძელი ტურისტული მარშრუტი აქვს კინტრიშის დაცულ ტერიტორიას, რომლის სიგრძე 37 კმ-ია (უთხოვარი და ტბა ტბიყელი).

ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიანიაჭაში მოგზაურობას ამარტივებს.  ერთმანეთისგან ხანძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტებში აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესო აქტივობას. 
ღვინის ტური - ადგილობრივი ღვინის სახეობებისა და ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნებისთვის აუცილებლად უნდა ესტუმრო ქედას, რომელიც გარდა მევენახეობისა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. ღვინის ტურისას გარდა საოჯახო მარნებში სტუმრობისა შესაძლებელია რეგიონში პოპულარული მახუნცეთის ჩანჩქერის, თაღოვანი ხიდების და სხვა ისტორიული ძეგლების მონახულება.

ისტორიულ-კულტურული მარშრუტი - სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით  გამოირჩეული მიმართულებაა მთიან აჭარაში. ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ითვლება.

სათავგადასავლო მარშრუტი - ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო მარშრუტი ალპურ ზონაში ბდებარეობს.  მასზე მოგზაურობისას გაივლი ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია.

მოგზაურობა აჭარულ სოფლებში - ულამაზესი ბუნებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით გამორჩეულ აჭარულ სოფლებში მოგზაურობა ცალკე ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობაში დაგეხმარება. თუკი სოფელი მერისის სავიზიტო ბარათი უნიკალური მერისული ფოლკლორია, მაჭახელას მკვიდრები ხეობის ისტორიულ-კულტურული წარსულით იწონებენ თავს. წარსულში მოგზაურობას ჰგავს სოფელი თაგოც, სადაც სოფლის ორღობეებში სეირნობისას ტრადიციულ აჭარულ სახლებს, პატარა ეზოებს, ნალიებზე გამოფენილ ჭირნახულსა და მომღიმარე მასპინძლებს შეხვდებით.

ველომარშრუტი - ველომოყვარულებისთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტია მირვეთის ველომარშრუტი, რომელიც ბათუმიდან იწყება და ქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარე ულამაზეს, აჭარულ სოფელ მირვეთში სრულდება. სოფელში, საპიკნიკე ტერიტორიასთან საშუალება გექნება მოინახულო მირვეთის ჩანჩქერი,  XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი და ულამაზესი ბზების ხეივანი. იქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და პიკნიკის მოწყობა.

და ყველაზე მთავარი ეკოტურისტული მარშრუტები - ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე ოთხი უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას,  კინტრიშის,  მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თაგადასავლების მოყვარულთათვის. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნების, ფოლკლორის მოსმენისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება კი დამატებითი სიამოვნებაა იმათთვის, ვინც წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ძიებაშია.

ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენა ყველას გვჭირდება, რადგან დღევანდელი ცხოვრების წრაფი ტემპი ხშირად არ გვაძლევს ბუნებრივ საწყისებთან დაბრუნების და განმარტოების საშუალებას, შეიძლება ბანალურადაც ჟღერდეს, მაგრამ ყველას ერთხელ მაინც უგვრძნია რამდენად სჭირდება იმ წამს ბუნებასთან სიახლოვე. აჭარის გამორჩეული ბუნებრივი რესურსები სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს ადამიანებს. 

გალერია

Copy of Copy of 0O5A2222.jpgCopy of Copy of 0O5A6038.jpgDJI_0049.jpgKobuleti Protected Areas_Ispani Sphagnum Peatlands.jpg.jpgCopy of DSC_9463.jpgCopy of _DSC00065.jpg

გაზიარება