საქმიანი ტურიზმი

იახტით გასეირნება

მეზღვაურისთვის ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება არის ის მომენტი, როცა  ძრავის გაჩერების ღილაკს აჭერს, ტრანსპორტი ზღვაში ჩერდება, ნერვული სისტემა კი განიცდის სიმშვიდის შესამჩნევ მატებას.

Sea activities_Green Cape.jpg

მეზღვაურისთვის ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება არის ის მომენტი, როცა  ძრავის გაჩერების ღილაკს აჭერს, ტრანსპორტი ზღვაში ჩერდება, ნერვული სისტემა კი განიცდის სიმშვიდის შესამჩნევ მატებას. იმ მომენტში სამყარო წყნარდება და მხოლოდ ტალღის დამამშვიდებელი ხმაური ისმის. კისრის მასაჟის მსგავსად, თქვენ შედიხართ ნეტარების სამყაროში.

გემებისა და იახტების პატრონებს რომ ჰკითხო, გეტყვიან რომ ცხოვრებაში ორი ბედნიერი დღეა: გემის ყიდვისა და გაყიდვის დღე, მაგრამ შენ თუ გემს ან იახტას არ ფლობ შეგიძლია აჭარაში, ზღვაზე ყოველი დასვენებისას თუნდაც ერთი ბედნიერი დღე აჩუქო შენს თავს, დღე, როდესაც იახტით, გემით, ნავით ან თუნდაც კატერით გაისეირნებ. ვის არ უფიქრია, იმაზე თუ როგორია ცხოვრება და მოგზაურობა ზღვაზე, ის ხო ოდითგანვე იზიდავდა ადამიანებს თავისი იდუმალებითა და ცვალებადი ბუნების გამო.

ბათუმის იახტკლუბი  უზრუნველყოფს თქვენს თუნდაც ექსპრომტულ კრუიზს სხვადასხვა საქმიანობისთვის ნაოსნობის, თევზაობისა და რა თქმა უნდა გასეირნებისთვის. 
ეს ატრაქცია ღიაა 24 საათის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგცემთ, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაისეირნოთ ზღვაზე და ჩაისუნთქოთ თავისუფლების ჰაერი. ბათუმის იახტკლუბი ბათუმის ბულვარში ნავსაყუდელის ტერიტორიაზე მდებარეობს და მომხმარებელს  „Docking“ მომსახურებას სთავაზობს. კლუბში შესაძლებელია იახტის, იალქნიანი ნავისა და გემის დაქირავება.

თუ იახტით გასეირნებისთვის მწვანე კონცხს აირჩევ, იცოდე, რომ ეს ულამაზესი ადგილი ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით და ზღვის დონიდან 70-92 მეტრზე მდებარეობს.
მწვანე კონცხის სანაპირო ზოლი საუკეთესო ვარიანტია იახტით ცურვის, მზის აბაზანების მისაღებად და დაივინგისთვის. შესანიშნავი ამინდი ხელს შეგიწყობთ ზღვიდან ხედებით ტკბობასა და გარუჯვაში. 

სანაპირო ზღაპრულად თვალწარმტაცია. წვრილი კენჭებით დაფარული პლაჟები ყოველთვის სავსეა დამსვენებლებით, მათ შორის შენი მსგავსი ადამიანებით, რომლებიც უპირატესობას აქტიურ არდადეგებს (დაივინგი და სერფინგი) ანიჭებენ. ექსტრემალური აქტივობების მოყვარულთათვის აქ არის ველური კლდოვანი პლაჟები.

თქვენი იახტა შეგიძლიათ მომართოთ გონიოს მთებისკენაც. ეს არის პატარა, მაგრამ მყუდრო კურორტი, რომელიც გადაჭიმულია თურქეთის საზღვრამდე. გონიო აჭარის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟად არის აღიარებული. ის არის კომფორტული და მყუდრო, იზიდავს ტურისტებს თავისი სუფთა სანაპირო ზოლით, სუფთა წყლით, მთებისა და ზღვის თვალწარმტაცი ხედებით და რაც მთავარია განმარტოების სასიამოვნო შესაძლებლობით, შეცურე იახტით გონიოს სანაპიროსკენ, მოავლე თვალი ირგვლივ აღმართულ კლდოვან მთებს. შეგიძლია თავი, რომელიმე ცნობილი მოგზაურობის გმირადაცკი წარმოიდგინო, თუმცა ახ ხიფათი არგელის.

გაზიარება