ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი - ქალაქ ბათუმის სამხრეთით, ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე, ბათუმის ცენტრიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. აეროპორტის ხელსაყრელი მისადგომობა, ბათუმს კიდევ უფრო მიმზედველს ხდის აქ ჩამოსული მოგზაურებისთვის, რადგან გაფრენამდე ხანგრძლივი და დამქანცველი მგზავრობა არ გიწევს, შესაბამისად რეისზე დაგვიანებაზეცარ ნერვიულობ.
საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი აქვს. ბათუმის აეროპორტი 2007 წლის 26 მაისს - ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა და წელს 16 წლის იუბილეს აღნიშნავს.
აეროპორტიდან სრულდება საერთაშორისო რეისები მსოფლიოს ქალაქებში, როგორიცაა სტამბოლი, ერევანი, ბაქო, მინსკი, ელ რიადი, ამანი, თელ-ავივი, ბეირუთი, ვარშავა, კიევი, ასტანა. შიდა ფრენა კი შესაძლებელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.
დღეისთვის ბათუმის საერთაშორისო აეოპორტში ფრენებს 10 მდე ავიაკომპანია ახორციელებს, მგზავრთა ნაკადი კი უფრო და უფრო მეტად იზრდება. პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 624 ათასი მგზავრი გაატარა. წარმატებით დასრულებული პროექტის შედეგად, 2021 წლის მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატა.მას შემდეგ რაც აეროპორტი გაფართოვდა და მრავალი სერვისი დაემატა, ვარაუდობენ, რომ ის წელიწადშიი მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
რეგისტრაცია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
რეკომენდირებულია მგზავრმა რეგისტრაციის პროცედურა გაიაროს ბათუმის აეროპორტში, საერთაშორისო რეისის შესრულებამდე 2 საათით ადრე, ხოლო ადგილობრივი რეისის შემთხვევაში 1,5 საათით ადრე.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სერვისები
აეროპორტში ყოფნისას მგზავრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი სერვისებით - კომერციული ობიექტები, ბარგის შეფუთვის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ბიურო, დაკარგული და ნაპოვნი ნივთები, დაკარგული ბარგი, TAV Passport Card, ინტერნეტი, პრაიმკლას დარბაზი – საერთაშორისო ტერმინალი, ბანკები და ვალუტის გაცვლის ოფისები, სამედიცინო პუნქტები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს - მეორედ, ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭა.
აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, რომელსაც აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) გასცემს, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაა.
აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციების შესაბამისად, მგზავრებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა შესაძლებელია როგორც კერძო, ასევე საოზგადოებრივი ტრანსპორტითაც. მგზავრს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ გამგზავრება შეუძლია მუნიციპალური ავტობუსი N10-თ, მგზავრობის ხანგრძლივობა 20 წუთს შეადგენს. კერძო ავტომობილებისა და ტაქსებისთვის კი აეროპორტის ტერიტორიაზე მოქმედებს პარკინგი.