საქმიანი ტურიზმი

შავი ზღვის კურორტები

ზღვა 12.jpg
DJI_0110.jpg

აჭარის სანაპირო ზოლი გამოირჩევა არაჩვეულებრივი პეიზაჟებითა და საუცხოო პლაჟებით, რომელთა უმეტესობა არა ქვიშიანი, არამედ წვრილი კენჭებითაა დაფარული. ზღვის ტალღების ხმა, მზის სხივები და სითბო გამოგზაურებთ დაუვიწყარ გარემოში, რაც შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას. 

ბათუმის სანაპირო შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული ადგილია საქართველოს პლაჟებს შორის. ბათუმში, პლაჟის ზოლი გადაჭიმულია მთელ სანაპიროზე - ბათუმის საზღვაო პორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე დამისი საერთო სიგრძე 10 კმ-ზე მეტია. ცოცხალი ბუნებისა და ფერების კომბინაცია, ნოტიო სუბტროპიკული ჰავისა და ზღვის მრავალფეროვანი ატმოსფერო ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, რთულია შეელიო ბათუმის სანაპიროს რეკრეაციულ ადგილებს და აქ განცდილ დაუვიწყარ ემოციებს. ქალაქის საუკეთესო სანაპიროზე დასასვენებელად კი, აუცილებლად ეწვიე ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, სადაც არა მარტო ზღვისა და მთის სილამაზით ისიამოვნებ, არამედ სხვადასხვა გასართობი ატრაქციებით. პლაჟი მდებარეობს ძველი და ახალი ბულვარის გასწვრივ, გარშემორტყმულია პალმებითა დაველო ბილიკით. ბათუმის სანაპიროზე დროის სასიამოვნოდ, მშვიდად და თუნდაც, აქტიურად გატარებისთვის, შეგიძლია დაკავდე საზღვაო აქტივობებით, როგორებიცაა: პარაშუტით ფრენა, წყლის თხილამურებითა თუ ზღვაზე ნავით და/ან იახტით გასეირნებით. მსგავსი სერვისი ხელმისაწვდომია ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ბულვარის მიმდებარედ, სანაპიროზე. დღის ნებისმიერ დროს, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით დატვირთული ბათუმის სანაპირო ზოლი, სხვადასხვა ასაკის მნახველებს იზიდავს. სიცოცხლით სავსე ქალაქი, არც ღამით ღამით წყვეტს ცხოვრებას და სანაპიროზე ზოლზე თუ ქალაქში არსებული ღამის კლუბები, რესტორნები და კაფეები ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით ქმნიან დაუვიწყარ და მასშტაბურ ღონისძიებებს. 

გონიო-კვარიათი კიდევ ერთი პოპულარული საზღვაო კურორტი მდებარეობს ბათუმიდან 12 კილომეტრში, რომელიც გამოირჩევა კამკამა ზღვით და გარშემორტყმულია მთებით. გონიო-კვარიათის სანაპირო, ასევე ცნობილია მდიდარი საღზვაო ფაუნით, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დაკავდე დაივინგით და  აღმოაჩინო წყალქვეშა სამყარო. აქვე უნდა აღინიშნოს, კიდევ ერთი მონახულებადი ადგილი, სარფის პლაჟი, რომელიც მდებარეობს თურქეთის საზღვართან და ის, როგორც გონიო-კვარიათის სანაპიროები, არის სუფთა. აქ არსებული კომფორტული და მყუდრო გარემო, თქვენს დასვენებას კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და შთამბეჭდავს გახდის. 

ქობულეთი ასევე მდებარეობს აჭარის რეგიონში და ბათუმის სანაპირო ზოლის შემდეგ, მეორე ყველაზე აქტიური, პოპულარული და მონახულებადი ადგილია, რომელიც სანაპირო ზოლიც გარშემორტყმულია ულამაზესი ფიჭვებით. ის  სთავაზობს დასვენების მრავალფეროვან ალტერნატივას ყველას, ვისაც სურს ზღვაში ბანაობა მშვიდ გარემოში. აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტი, რომ  ქობულეთში არის საქართველოს ყველაზე გრძელი ქუჩა, რომლის სიგრძე თითქმის 15 კილომეტრია. მშვიდი და ჰარმონიული დასვენებისთვის აუცილებლად ეწვიე ქობულეთს.  

ბათუმიდან 25 კმ-ში მდებარეობს გამაჯანსაღებელი კურორტი ციხისძირი, რომელიც გამოირჩევა ისეთი სამკურნალო თვისებებით, როგორიცაა: სასუნთქი გზებისა და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების მკურნალობა. აქ არსებული ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა ქმნის იდეალურ გარემოს დასვენებისთვის. გარდა გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა, ციხისძირი იყო ეკონომიკურად აქტიური ციხე-ქალაქი, სადაც ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქი იყო გაშენებული. ამავე სტატუსით სარგებლობს დაბა ჩაქვი, რომლის სიახლოვესაც არის ბათუმის მრავალწლოვანი ბოტანიკური ბაღი და უძველესი ანტიკური ხანის, პეტრას ციხე. 

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე თქვენ დატკბებით ეკოლოგიურად სუფთა ჰაერით და ზღვის ულამაზესი პეიზაჟებით. ჰარმონიული დასვენებისკენ თუ ისწრაფი, აუცილებლად ეწვიე აჭარის ზღვისპირა კურორტებს და დატკბი ისტორიული, კულტურული თუ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილებით.

გალერია

ზღვა 7.jpgპარაშუტი 4.jpgზღვა 2.jpgზღვა 9.jpgზღვა 10.jpgკვარიათი.jpgზღვა 15.jpgზღვა 6.jpgზღვა 5.jpgზღვა 4.jpgზღვა 1.jpgზღვა 11.jpgბოტანიკურიბაღი.jpgბოტანიკურიბაღიl.jpg

გაზიარება