სპორტ-ტურიზმი
ქვეყნებს შორის არსებულ მრავალ ბარიერს სპორტი არღვევს. ეს არის შესანიშნავი საშუალება გაიცნოთ ახალი ადამიანები
ქვეყნებს შორის არსებულ მრავალ ბარიერს სპორტი არღვევს. ეს არის შესანიშნავი საშუალება გაიცნოთ ახალი ადამიანები, ხოლო როდესაც შენ აერთიანებ მოგზაურობისა და სპორტის სიყვარულს, საბოლოო შედეგი ნამდვილად მღელვარე და დასახმახსოვრებელია.
სპორტი ქალაქში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ბათუმიც იმ ქალაქების რიცხვშია, რომელსაც მდიდარია სპორტული აქტივობებით. სპორტი და ეს ქალაქი სულ უფრო და უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს, რადგან სპორტი აქ განიხილება, როგორც ღირებული საქმიანობა. სპორტის საშუალებით ბათუმი იქმნის კონკრეტულ იმიჯს , მატებს უფრო მეტ ღირებულებას სხვადასხვა სფეროს და ხაზს უსვამს ქალაქში ისეთ სიმბოლურ ადგილებს, რომლებიც იზიდავს მრავალფეროვან აუდიტორიას.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ტურიზმი ყოველთვის არ იყო ძალიან პოპულარული, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ხალხის რაოდენობა, რომლებიც ესწრებიან საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებებს. საქართველოშიც სპორტის სფერო ძალიან აქტიურია. აქ სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები თითქმის ყველა ძირითად კუთხით მიმდინარეობს. სპორტის უამრავ სახეობაში კი საქართველო ძალიან ძალიან წარმატებულია.
ფეხბურთი
ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია საქართველოში. ეროვნულ დონეზე,
არის ხუთი ლიგა და სამი დივიზიონი. ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი ქვეყის დედაქალაქში მდებარეობს, ბათუმში კი შეგიძლიათ იხილოთ უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი, რომელის 20000 გულშემატკივარს იტევს. ამ გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა და მას შემდეგ აქტიურად მასპინძლობს სხვადსხვა სპორტულ ღონისძიებებს.
რაგბი
საქართველო გამორჩეული სარაგბო ქვეყანაა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ის რეგულარულად თამაშობს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე და იმყოფება მედიის ყურადღების ცენტრში. რაგბი საქართველოში ეროვნული სიმბოლოდ იქცა. ეს სპორტის სახეობა ყველა ქართველის სიამაყეა. ბათუმში კი პოპულარულია ქვიშის რაგბიც. ქვიშის რაგბი თამაშები იმართება ყოველწლიურად ივლის-აგვისტოში. შეჯიბრებებში როგორც პროფესიონალი ისე სამოყვარულო გუნდები მონაწილეობენ. ქვიშა
რაგბის ორგანიზატორია ბათუმის მერია, საქართველოს რაგბის ფედერაცია, აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი და საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირი.
კალათბურთი
მზარდი წარმატებების გამო სპორტის ეს სახეობა ხდება უფრო დ უფრო პოპულარული, გამონაკლისი არც შავიზღვისპირა კურორტი ბათუმია. აქ ხშირადიმართება კალათბურთში სხავდასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები, ამის გარდა ბათუმში მრავლადაა მინის საკალათბურთო სტადიონები და სპორტის ამ სახეობით თავის შექცევა ნებისმიერს შეუძლია.
ჩოგბურთი
იმის მიუხედავად, რომ ჩოგბურთი არ არის ძალიან პოპულარული სპორტი საქართველოში, მთელ მსოფლიოში მაინც აფიქსირებს მონაწილეობის მაღალ მაჩვენებლებს ტურნირებში.
საქართველოში ჩოგბურთის ოთხი ძირითადი კორტია: ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის ჩოგბურთის კორტები, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია, ბათუმის ჩოგბურთის კორტი და თელავის ჩოგბურთის კლუბი.
ძალოსნობა
ძალოსნობაში საქართველოს მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავს. ამ სპორტის სახეობაში ყველაზე წარმატებული ქართველი ფალავანი - მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა.
2019 წელს კი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში გაიმართა, სადაც 46 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ დელეგატები.
ზამთრის სპორტი
საქართველოს სათხილამურო კურორტები გათვლილია ფართო აუდიტორიისთვის. ინფრასტრუქტურა გამართულია. საქართველოს გამორჩეული სამთო კურორტებიდან აჭარის სასრიალო ტრასები უხვი თოვლით გამოირჩევა. ყოველწლიურად საქართველოს სათხილამურო კურორტებს ათასობით ვიზიტორი სტუმრობს.
ჭადრაკი
საქართველოში პირველი საჭადრაკო კლუბი 1877 წელს დაარსდა. 2017 წელს თბილისმა უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატს ჭადრაკში. საქართველოს ჰყავს მსოფლიოში ისეთი ცნობილი მოჭადრაკე დიდოსტატები. ნონა გაფრინდაშვილი იყო მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც დიდოსტატის ტიტული მიიღოდა და ექვსჯერ მოიპოვა გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატში. ქართული საჭადრაკო ინფრასტრუქტურა შედგება თბილისის ჭადრაკის სასახლით და საჭადრაკო დარბაზით ბათუმში, რომელმაც 2018 წელს ფინალს უმასპინძლა.
თუ სპორტის მოყვრაული ადამიანი ხარ, ეს მცირე ჩამონათვალიც საკმარისია, რომ დარწმუნდე, რამდენ შესაძლებლობას შემოგთავაზებს საქართველო და აჭარა, სადაც ტრადიციული სპორტის სახეობების გარდა შეგიძლია ისეთი ექსტრემალური აქტივობებით დაკავდე როგორიც ყვინთვა, გაუკვალავში სრიალი თუ კლდეზე ცოცვაა.