საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

იახტით გასეირნება

იახტით გასეირნება 1.jpg

იახტით გასეირნება

აჭარის შავი ზღვის სანაპიროები წარმოუდგენელია იახტების გარეშე. შენ შეგიძლია დაგეგმო ოჯახური ან მეგობრული ტური ზღვაში. ასევე შეგიძლია მთლიანად დაჯავშნო საათობრივად იახტა და დატკბე შავი ზღვის გარშემო ულამეზესი ხედებით.

თუ კი ფოტოების გადაღება გიყვარს მზის ჩასვლისას, ოქროს საათის დროს ბათუმის სანაპიროდან იახტით გასეირნება ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იქნება შენი მოგზაურობიდან. იახტის დაქირავება შესაძლებელია ბათუმის იახტკლუბში, რომელიც მდეობარეობს ანბანის კოშკისა და ცნობილი მონუმენტის “ალი და ნინო” მიმდებარე ტერიტორიაზე. 

იახტით შეგიძლია ისარგებლო ორი მარშრუტით ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართულებითა და ბულვარის გასწვრივ, გონიოს მიმართულებით რომელიც 30 წუთს გრძელდება. 

ბულვარის მიმართულებით გასვლის შემთხვევაში შეგიძლია თვალი შეავლო შავი ზღვის ულამეზს ჰორიზონტს და ამავდროულად დატკბე შორი ხედით ბათუმის არქიტექტურით. ხოლო ბოტანიკური ბაღის მიმართულებით ხედები გადაიშლება ბათუმის გარშემო არსებულ მრავალფეროვან და სიმწვანით გაჯერებულ ბუნებაზე. 

აუცილებლად მოიმარჯვე ტელეფონი ან ფოტოკამერა, რადგან ბათუმი სიურპიზებით არის სავსე.

გალერია

იახტით გასეირნება 2.jpgიახტით გასეირნება 3.jpgიახტა.jpg

გაზიარება