ლაშქრობა
აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი რეგიონია აქტიური და ეკოტურიზმის მოყვარულთათვის. აქ ზღვა და მთები უნიკალურ ბუნებრივ გარემოს ქმნის, სადაც მოგზაურებს შესაძლებლობა ეძლევათ აღმოაჩინონ ხელუხლებელი ტყეები, ალპური მდელოები, ჩანჩქერები, ტბები, ისტორიული ხიდები, უძველესი ციხეები და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობა.
რეგიონის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მისი დაცული ტერიტორიები. აჭარაში მდებარეობს ოთხი დაცული ტერიტორია, რომელთაგან სამი, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია. ეს ტერიტორიები გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებით, კოლხური ტყეებითა და იშვიათი ფლორისა და ფაუნის სახეობებით. მეოთხე პარკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში მდებარეობს პოპულარული საფეხმავლო ბილიკი ‘მაჭახელას თოფის გზა’, სადაც ასევე შეძლებთ მოინახულოთ თოფი “მაჭახელას” მონუმენტი.
ეროვნულ პარკებთან ერთად, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარკირებულ საფეხმავლო და სათავგადასავლო მარშრუტებს. ბილიკები გადის მთიან ხეობებში, ტყეებში, ალპურ ზონებში და მაღალმთიან სოფლებში, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ რეგიონის ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება. მარშრუტებზე გადაადგილებისას შესაძლებელია იხილოთ შთამბეჭდავი ჩანჩქერები, ალპური ტბები, პანორამული ხედები, ისტორიული თაღოვანი ხიდები, ტრადიციული ხის სახლები და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული საუკუნოვანი ცხოვრების წესი.
აჭარაში მოწყობილია როგორც ერთდღიანი, ასევე მრავალდღიანი მარკირებული მარშრუტები, რომლებიც გათვლილია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოლაშქრეებზე. მრავალდღიანი ლაშქრობებისას ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ღამე გაატარონ ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებში, გაეცნონ მაღალმთიანი აჭარის სტუმართმოყვარეობას, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და გაეცნონ ადგილობრივ კულტურას. ბუნებასთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნის მსურველებს კი შეუძლიათ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში კარვის გაშლა და ღამის გათევა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.
ლაშქრობისთვის აჭარაში მრავლადაა სამთო მიმართულებები, გთავაზობთ მარკირებული მარშრუტების ჩამონათვალს სადაც შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი საფეხმავლო და სათავგადასავლო მარშრუტი: სამთო მარშრუტები
საპიკნიკე ადგილების შესარჩევად ეწვიე ბმულს: საპიკნიკე ადგილები
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91