ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“
ერთ-ერთი მარტივი გზა აჭარის რეგიონში არსებული და დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, ხალხური რეწვის დარგების, მეურნების და სხვა დანარჩენის აღმოსაჩენად არის ეთნოგრაფიულ მუზეუმ “ბორჯღალოს” მონახულება.
მუზეუმში გაერთიანებულია საყოფაცხოვრებო, სამეურნეო ნივთები, ნაგებობების მაკეტები და რაც ყველაზე მთავარია ამ ყველაფრის დათვალიერებას ხალხური ფოლკლორული მუსიკები და სიმღერები აფორმებს. აქ ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ადამიანების და მათი საქმიანობის ამსახველი ფიგურები, რომლებსაც დარგების შესაბამისად აცვიათ და მათი გარემო გაფორმებულია დამახასიათებელი ნიშნებითა და შრომის იარაღებით. თითოეული ფიგურა და მაკეტი შექმნილია “ბორჯღალოს” დამაარსებლის ქემალ თურმანიძის მიერ.
გარდა ამ სანახაოებებისა მუზეუმი მოიცავს 3000 კვ.მ სადაც მოწყობილია გამწვანება, სავალი ბილიკები და ჩანჩქერებიც კი. მუზეუმი წარმოადგენს როგორც შემეცნებით და ისტორიულ ღირებულებებს, ასევე უმშვენიერეს გარემოს, სადაც შესაძლებელია განტვრითვა.