საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ხულოსმხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1..JPG

ხულოს მუნიციპალიტეტის უკეთ აღმოსაჩენად და შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ესტუმრო ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. იგი დაარსდა 1983 წელს. მუზეუმში უმეტესად დაცულია ეთნოგრაფიული და ყოფითი ცხოვრების ამსახველი ექსპონატები. ასევე XIX-XX სს-ების შრომის იარეღები, თიხისა და სპილენძის ჭურჭელი, ისტორიის ამსახველი ფოტომასალები, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები ნაქარგები, ნუმიზმატიკა.

ამას გარდა ექსპონატები მუზეუმში დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: ეთნოგრაფია, სკულპტურა, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა და სხვ. რაც ყველაზე მთავარია მუზეუმში არსებული ექსპონატები ასახავს მუნიციპალიტეტის ისტორიას. Საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მუზეუმში ტარდება სამუზეუმო გაკვეთილები და საუბრები მუზეუმების შესახებ. ამ პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის, შესწავლისა და მოვლა-პატრონობის სფეროში. 

მუზეუმის დათვალიერება უფასოა და მისი კარი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი სტუმრისათვის.

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება