ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ლაზური მუზეუმი. იგი წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტს. ამ ისტორიულ მუზეუმში დაცულია ლაზური ყოფა-ცხოვრების ამსახველი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული გამომსახველობითი ნაკეთობები და ექსპონატები.
მუზეუმი დაარსდა 2012 წელს და განთავსდა სარფის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის მეორე სართულზე.
მუზეუმში შეგხვდებათ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, რომლებიც აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში იყო დაცული. ასევე ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა ლაზეთის მუზეუმში არის თვითნასწავლი ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ფერწერული ტილოები. აქ წარმოდგენილია მხატვრის მიერ შესრულებული პეიზაჟები და ადამიანების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნამუშევრები.
მუზეუმში წარმოდგენილი მინიატურები საკმაოდ საინტერესოა მისი ძველი სტილის, ქვითა და ხით ნაშენები სახლებით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ლაზური ტრადიციული სამოსით.
