საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ეკლესია

ანდრეა-პირველწოდებულის-ეკლესია.jpg

აჭარა და კერძოდ ხელვაჩაური კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ჯვარგუმბათოვან ტაძარს გვინახავს. სარფის საზღვართან ახლოს მდებარე სარფის. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2008 წელს და გაიხსნა 2012 წელს. 

ტაძარს გარს აკრავს პატარა ბაღი, რაც მის შემოგარენს უფრო ლამაზს და საუცხოოს ხდის. ტაძრის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასზე ამოტვიფრულია ყველა უძველესი ქართული ორნამენტი, რომლებიც ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებზეა ამოკვეთილი . ქვეყნის ერთ-ერთი მთვარი ღირებულებაა შემოინახოს, აღმოაჩინოს და გააცოცხლოს ძველი ქართული ორნამენტები თანამედროვე ცხოვრებაში. წმინდა ანდრეას ტაძარი კი ამ სიმდიდრეს კედლებზე ინახავს.  

ტაძრები და ეკლესია-მონასტრები ხშირად ხდებიან საქართველოს და მისი რეგიონების მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული და ისტორიული სიმდიდრის მატარებლები.

გაზიარება