პარაშუტით გასეირნება
თუ აჭარის სანაპიროზე ისვენებთ და თან ექსტრემალური შეგრძნებები და ადრენალინის მოზღვავებაც გიყვართ, აუცილებლად წყლის პარაშუტით ფრე+ნა უნდა სცადოთ. ბათუმის სანაპირო საუკეთესო ადგილია ამ აქტივობისთვის, შესაძლებლობისთვის - დატკბეთ ერთდროულად ზღვის ჰორიზონტითა და ქალაქის პანორამული ხედებით. გაისეირნეთ ბათუმის ცაზე და ზემოდანაც შეავლეთ თვალი ქალაქსა და მის შემოგარენს. პარაშუტით ფრენას აჭარის სხვა სანაპიროებზეც შეძლებთ — ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში.
ბათუმში პარაშუტის დაქირავება შესაძლებელია იახტ კლუბში, რომელიც ბულვარის დასაწყისში, ცნობილ მონუმენტთან „ალი და ნინო” მდებარეობს. პარაშუტით სარგებლობა სეზონურია და მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი.
წყლის პარაშუტებით ფრენისთვის გონიოსა და კვარიათის სანაპიროებიც იდეალურია და აქ ციდან აჭარის მთების განსაცვიფრებელ ხედებს და მშვიდ გარემოს გპირდებით.
აქციე ზღვის თავზე ფრენა აჭარაში მოგზაურობის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად!
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA