ბათუმის სტადიონი აჭარაბეთ არენა
ბათუმი ხშირად ხდება არა მხოლოდ ბათუმელების და ტურისტების, ასევე მთელი საქართველოდან ჩამოსული ვიზიტორების თავშეყრის ადგილი. ბათუმი ხშირად მასპინძლობს დიდ ფესტივალებს, რომლებიც უამრავ ადამიანს იზიდავს. საკონცერტო არენები აჭარის რეგიონს უფრო მეტ სიცოცხლეს და აქტიურობას მატებს.
Ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი არის დინამოს არენა, რომელიც წარმოადგენს საფეხბურთო სტადიონს. სტადიონი გათვლილია 20 000 მაყურებელზე. Სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, Არენა აღჭურვილია Თანამედროვე განათებებით და მაღალი ტექნოლოგიური ხმის სისტემით.
სტადიონის გარე იერსახე საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში. მისი ჰარმონიულად ჩალაგებული კონსტრუქციები აგებულია ქართული ეროვნული ცეკვის “ხორუმი”-ს ინსპირაციით.
ბათუმის არენა ხელს უწყობს საქართველოში, როგორც სპორტის, კერძოდ ფეხბურთის განვითარებას, ასევე აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს.