საქმიანი ტურიზმი

ტრანსპორტირება

mkjr_-kH9rd2JuCgQ-unsplash.jpg

აჭარაში და ბათუმში მოსახვედრად არსებობს სხვადასხვა გზა. შენ შესაძლებლობა გაქვს აირჩიო შენთვის საუკეთესო და კომფორტული გზა. 

ფრენები: 

აჭარაში მოსახვედრად საუკეთესო აეროპორტებია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები, სადაც შენ შესაძლებლობა გექნება ჩამოფრინდე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბათუმის აეროპორტში ფრენების და მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვ ეწვიო აეროპორტის ვებგვერდს: https://batumiairport.com/ka-GE/ 

ქუთაისის აეროპორტი გთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს შენი კომფორტული მგზავრობისათვის. ავიაკომპანიები რომლითაც შეძლებ სარგებლობას. ქუთაისში პირდაპირი რეისები შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვ ეწვიო ქუთაისის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდს: https://www.kutaisi.aero/ka

Საქართველოს შიდა ფრენებს ახორციელებს კომპანია “Vanilla Sky”, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ეწვიო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს. Ფრენების განრიგის და სხვა Დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვ ეწვიო ვებგვერდს: https://ticket.vanillasky.ge/ 


მატარებელი: 

მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოფრინდები შესაძლებლობა  გექნება იმგზავრო მატარებლით, რომელიც მოძრაობს, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც მატარებლის სადგურებში ასევე სხვადასხვა ონლაინ პლათფორმებზე, მათ შორის: www.tkt.ge.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს ბათუმში შესაძლებელია მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება. ასევე შესაძებელია სამარშუტო ტაქსებით სარგებლობა, სხვადასხვა კერძო ტაქსებით ან აპლიკაციით საშუალებით ტაქსის გამოძახებაც.

გალერია

ქუთაისის აეროპორტიsamgzavro-mtavari.jpgbatimi_airport_250321.jpgქუთაისი

გაზიარება