ცხემლარას უძველესი თაღოვანი ხიდი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას თოფის გზის მარშრუტზე მოხვედრისას შესაძლებლობა გექნება აღმოაჩინო უძველესი ნაგებობის თაღოვანი ხიდი.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თაღოვანი ხიდები აჭარის მუნიციპალიტეტებში მრავლად შეგხვდება. მდინარე მაჭახელაზე გადაჭიმული შუა საუკუნეების ხიდი, სახელად ცხემლარას თაღოვანი ხიდი მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარაში. ხიდი ვიწრო ადგილზეა აგებული. მის ბურჯებს შორის სიგრძე 19.6 მეტრია. ხიდის სიმაღლე ზედაპირიდან 5.55 მეტრამდე აღწევს..
თაღოვანი ხიდები ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს, თუმცა ცხემლარას თაღოვანი ხიდი სხვა ხიდებისგან გამოირჩევა მისი ქვების წყობით, დიდი მალითა და მცირე სიმაღლით. მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე სოფლის მოსახლეობა ამ ხიდით სარგებლობდა.
ცხემლარას თაღოვან ხიდს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის წოდება. Ხოლო 2008 წელს მას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.