მახოს უძველესი თაღოვანი ხიდი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული თაღოვანი ხიდები ისტორიული და კულტურული ძეგლები მატარებლები არიან, ისინი წარმოადგენენ ღირსშესანიშნაობას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ასევე აჭარისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
ყოველი ხიდი ერთმანეთისგან განსხვავდება მათი სიდიდით, ფორმითა და აგებულებით. ერთ-ერთი გამორჩეული ხიდია მახოს ხიდი. იგი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში, მდინარე მახოსწყლის ჭოროხთან შეერთების ადგილიდან 150 მეტრის დაშორებით.
ხიდის სიმაღლე წყლის დონიდან შუა წვერამდე 2.20 მეტრს აღწევს. ხიდის ორივე ნაპირი დაშენებულია კლდის ქანებზე. ხიდის ნაპირები კარგად არის მოპირკეთებული და მას მთელს სიგრძეზე გასდევს ვერდიკალურად ერთმანეთზე დალაგებული ქვები. რაც შეეხება სავალ ნაწილს ის დაფარულია ქვის ფილებით.
მახოს ხიდს 2007 წლის 7 ნოემბერს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორიის სტატუსი.